დუშან უჰრინი: გასახდელში ფეხბურთელებს სწრაფი გოლისკენ მოვუწოდე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ცხინვალის "სპარტაკთან" (4:0) საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკმ" "დინამოს" მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

"დღევანდელი თამაში ჩვენთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი ფეხბურთელები პირველი გატანილი გოლის შემდეგ მოეშვნენ, მეტოქემაც საპასუხოდ აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზა.

გასახდელში ფეხბურთელებს სწრაფი გოლისკენ მოვუწოდე და მეორე ტაიმის დასაწყისშივე მეტოქის კარი კვლავ ავიღეთ.

კარგია, რომ გავიმარჯვეთ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილოსანთან სხვაობა კვლავ ოთხი ქულაა. შემდეგი მატჩი სახლში გვაქვს და აუცილებლად უნდა მოვიგოთ",
-
თქვა უჰრინმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

წყარო: fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონმა" შინ "მეტალურგს" მოუგო, "დილამ" - "ტორპედოს" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული