თანაც, ვერავინ იტყვის, რომ თბილი დეკემბერია, მაგრამ რას ვიზამთ: ასეთ "სუსხიან გრაფიკს" ფეხბურთელებმაც უნდა გაუძლონ, მწვრთნელებმაც, მსაჯებმაც, გულშემატკივრებმაც (ტურიდან ტურამდე რომ მცირდება მათი რიცხვი) და იმ ერთეულმა ჟურნალისტებმაც, ყველაფრის მიუხედავად, "ჯიუტად" რომ აგრძელებენ ეროვნული ჩემპიონატის მატჩების გაშუქებას.
ჰო, მართლა, ჟურნალისტები ვახსენეთ და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ჩვენი კოლეგები, რომლებსაც დღეს სხვადასხვა სტადიონზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის პრესლოჟაში
თუმცა, რას გავაწყობთ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ასე მიიჩნია საჭიროდ (პრესლოჟის აღმოსავლეთ ტრიბუნის კენწეროში გადატანა) და რაც უნდა ვაპროტესტოთ ეს გადაწყვეტილება, ამ საქმეს აღარაფერი ეშველება.
ჰოდა, იმაზე, რომ დეკემბერში თამაში არ შეიძლება, ეს ფაქტიც მეტყველებს - უამინდობის გამო 4 დეკემბერს გასამართი სამი მატჩი - "დინამო"-"გურია", "მერანი"-"ვიტ ჯორჯია" და "სიონი"-"ზუგდიდი" გადაიდო.
3 დეკემბერს, საღამოს, ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადადებული მატჩები 5 დეკემბერს გაიმართება.
ზესტაფონი-ჩიხურა
პირველი წრე - 0:1
დისკვალიფიკაცია: ლევან შარიქაძე (ზესტაფონი)
ორწლიანი პაუზის მერე "ზესტაფონში" დაბრუნებულმა გია გეგუჩაძემ გუნდი ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში ყოფნის დროს ჩაიბარა და აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, უახლოესი მატჩები რომელ მეტოქეებთან უნდა ჰქონოდა: "დინამოს", "ტორპედოს" და "მეტალურგის" მერე "რიგში" "ჩიხურა" და "დილაა"!
იმის გარდა, რომ "ზესტაფონს" დღეს ერთობ უხერხული მეტოქე ჰყავს (ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული), მასპინძელთათვის ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ქულების დაკარგვას ხომ შესაძლოა, ზედა ექვსეულიდან ჩამოქვეითება მოჰყვეს.
თანაც, ისედაც კომფორტულ (თანაც, სავსებით - დამსახურებულ) პოზიციაზე მყოფ "ჩიხურასგან" განსხვავებით, "ზესტაფონს" საკადრო პრობლემებიც აქვს: ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის მსგავსად, დღეს ვერ ითამაშებს დისკვალიფიცირებული ნახევარმცველი ლევან შარიქაძე.
მეტალურგი-დილა
პირველი წრე: 0:3
დისკვალიფიკაცია: მიხაილ გორელიშვილი (დილა)
ამ ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი რუსთავში უნდა ჩატარდეს, სადაც საპრიზო ადგილების რეალური კანდიდატები (ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ასე ვფიქრობთ, თუმცა ზამთრის პაუზის მერე არავინ იცის, რა და როგორ იქნება - გ.ტ.) ამ პრინციპულ დაპირისპირებას (ფაქტობრივად, ექვსქულიან თამაშს) სხვადასხვა "ხასიათზე" ხვდებიან.
საკადრო პრობლემებმოძალებულმა "მეტალურგმა" ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო (თუმცა მეტოქეების ფაქტორიც გასათვალისწინებელია), მაშინ, როცა "დილამ" პირიქით - თავის მარაგს 4 ქულა შემატა, დამატებითი მაჩვენებლებით რუსთაველთა გუნდიც უკან ჩამოიტოვა და პირველ სამეულსაც მიუახლოვდა!
დღევანდელი მატჩის პრინციპულობაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ მასპინძლებს სრულფასოვანი თუ არა, ნაწილობრივი რევანშის აღება მაინც მართებთ.
პირველ წრეში "დილამ" დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა მეტოქე. აქვე შეგახსენებთ, რომ გორელთა გუნდს ამ დროისათვის გიორგი დევდარიანი თავკაცობდა, ხოლო გელა სანაიასათვის ეს იყო პირველი მარცხი "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის რანგში.
ტორპედო-სპარტაკი
პირველი წრე: 1:0
დისკვალიფიკაცია: მათე ცინცაძე (ტორპედო) - ლაშა ჩაფიძე (სპარტაკი)
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 8
ჩისკო (დინამო, თბ) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 5
ვ. ისიანი (გურია) 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"