ლევან ყიფიანი: "გურიამ" ფედერაციისგან მილიონზე მეტი აიღო და თანხები არასწორად გაანაწილა

AutoSharing Option
რადიო "იმედის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ყიფიანმა ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ქართულ ფეხბურთში და, კონკრეტულად, "გურიაში" არსებულ მდგომარეობასაც შეეხო.

"გასულ წელს დაშლის პირას "ზუგდიდი" იყო. ახლა იგივე მდგომარეობაა ლანჩხუთის "გურიაში". მაგრამ ეს კლუბების არასწორი მართვის ბრალია. "გურიამ" ფედერაციისგან მილიონზე მეტი აიღო და თანხები არასწორად რომ გადაანაწილეს, ეს ჩვენი შეცდომა არ არის. პრობლემები კომპლექსურად უნდა აღმოიფხვრას. კერძო ტურნირი ამას ვერ მოაგვარებს",
- განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ყიფიანმა ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა:

"უთანხმოებები ყველგან არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს
საჯარო არ უნდა გახდეს. თემურ ქეცბაიასა და ფეხბურთელებს ვთხოვ, დავსხდეთ და ყველა უთანხმოება თუ პრობლემა განვიხილოთ.

ყველაფერი ერთი ადამიანის ამბიციას არ უნდა შეეწიროს. მეხუთე ადგილი მისაღები არ უნდა იყოს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან პოკორამ არ იცის, რომ ლანჩხუთის "გურიადან" გაუშვეს?

აღმასკომის სხდომა: "გურია" რომ გააფრთხილეს, "ზუგდიდი" და "სიონი" დაავიწყდათ?
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოაშორეთ ლევან ყიფიანი ***
dato
12:54 05-12-2013
0
მამაშენის სახელს რომ არცხვენ დაფიქრებულხარ?...ერთი სიკეთე მაინც ქენი და ქეცბაია მოგვაშორე თუ შეგიძლია.
murtalo
13:04 05-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული