სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ქართულ ფეხბურთში და, კონკრეტულად, "გურიაში" არსებულ მდგომარეობასაც შეეხო.
"გასულ წელს დაშლის პირას "ზუგდიდი" იყო. ახლა იგივე მდგომარეობაა ლანჩხუთის "გურიაში". მაგრამ ეს კლუბების არასწორი მართვის ბრალია. "გურიამ" ფედერაციისგან მილიონზე მეტი აიღო და თანხები არასწორად რომ გადაანაწილეს, ეს ჩვენი შეცდომა არ არის. პრობლემები კომპლექსურად უნდა აღმოიფხვრას. კერძო ტურნირი ამას ვერ მოაგვარებს", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ყიფიანმა ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა:
"უთანხმოებები ყველგან არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს
ყველაფერი ერთი ადამიანის ამბიციას არ უნდა შეეწიროს. მეხუთე ადგილი მისაღები არ უნდა იყოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან პოკორამ არ იცის, რომ ლანჩხუთის "გურიადან" გაუშვეს?
აღმასკომის სხდომა: "გურია" რომ გააფრთხილეს, "ზუგდიდი" და "სიონი" დაავიწყდათ?