ნანატრი გამარჯვება იზეიმა შინ ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლა. ჟერარდ სარაგოსას გუნდმა თორნიკე კაპანაძის მიერ მე-20 წუთზე გატანილი გოლით მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქუთათურებმა გამარჯვება 2 თვის წინ, 6 ოქტომბერს იზეიმეს ("მერანთან"). მას შემდეგ ჩატარებული 6 მატჩიდან "ტორპედომ" ერთი ფრედ დაასრულა, დანარჩენში კი დამარცხდა.
* * *
ბოლნისის "სიონმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ზუგდიდი" მიიღო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ლადო ახალაიამ
* * *
სამტრედიაში წააგო მარტვილის "მერანმა", რომელმაც "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა - 1:2.
ანგარიში კუხალეიშვილმა მე-12 წუთზე გახსნა. მარტვილელებმა გათანაბრება მალევე შეძლეს - მე-20 წუთზე თავი ღონღაძემ გამოიჩინა, თუმცა 76-ე წუთზე მაისურაძემ მაინც გაიტანა და "ვეტერინარებს" სამი ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, ტურის ორი მატჩი 4 დეკემბერს ჩატარდა, ბოლო შეხვედრა კი მოგვიანებით გაიმართება - თბილისის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
იხილეთ: ზესტაფონი-ჩიხურა 1:1 - ძმამ ძმა არ დაინდო [VIDEO]
იხილეთ: მეტალურგი-დილა 0:0 - მერე რა, რომ სუსხია... [VIDEO]