ჩეხ სპეციალისტს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჟვანია შეცვლის.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო "დინამო თბილისს" ყველაფრისთვის, რაც ამ გუნდმა მომცა. ამ სეზონში გამარჯვება და თასის მოპოვება მინდა ვუსურვო და მომავალში წარმატებები.
"დინამო" ძალიან დიდი გუნდია და მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ.
წარმატება მინდა ვუსურვო ახალ მწვრთნელს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მას
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რომან ფიფიას და აღვნიშნო, რომ მის გარეშე "დინამო" ჩემპიონი ვერ გახდებოდა.
მინდა ვთქვა, რომ გუნდში ყველაფერი კეთდება არათუ ასი პროცენტით, არამედ უფრო მეტით. ცხოვრებაში ყოველთვის დგება ახალი ნაბიჯის გადადგმის დრო. დიდი მადლობა", - თქვა უჰრინმა.
წყარო: fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: გადავწყვიტეთ, რომ თბილისის "დინამო" გავაახალგაზრდავოთ
თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი მალხაზ ჟვანია: მზად ვარ!