რომან ფიფია: გადავწყვიტეთ, რომ თბილისის "დინამო" გავაახალგაზრდავოთ

AutoSharing Option
დუშან უჰრინს თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მალხაზ ჟვანია შეცვლის.

ჟვანია ამ ეტაპზე მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ის ბოლო დრომდე "დინამო 2"-ს წვრთნიდა.

როგორც 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ მალხაზ ჟვანია გუნდში წარმატებას მიაღწევს და სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდება.

"დუშან უჰრინი მიემგზავრება თავის სამშობლოში, სადაც უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი გუნდის, "პლზენის" მწვრთნელი.

კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ შეგვეძლო გვემუშავა კიდევ ნახევარი წელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით,
რომ ის ბრუნდება სამშობლოში და უნდა უთავკაცოს ასეთ ძლიერ გუნდს, ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დუშან უჰრინს.

რაც შეეხება მალხაზ ჟვანიას, ის წარმატებით თავკაცობდა "დინამო 2"-ს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის "დინამოშიც" მიაღწევს წარმატებას",
- განაცხადა რომან ფიფიამ.

"დინამოს" პრეზიდენტმა შეხვედრაზე გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზამთრისთვის იგეგმება გუნდის გაახალგაზრდავება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდი გაახალგაზრდავებისკენ წავიყვანოთ. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორის გამო.

ეს გამოწვეულია იმით, რომ მაღალბიუჯეტიანი მიდგომა, რომელიც გვაქვს სხვა გუნდებისგან განსხვავებით, არ ამართლებს, რადგან ბაზარზე მარტო ჩვენ ვართ მსგავსი სახით.

ასეთი მიდგომა გავაგრძელოთ - ეს უაზრობაა, სწორი არ არის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ იმ წრეში, რა წრეშიც გვიწევს თამაშები. ჩვენ მეტი შანსი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს და "დინამოს" აკადემიას.

ჩვენი გეგმები გაიწერება რამდენიმე წელზე, თუმცა ჩვენი მთავარი ამბიცია ისევ ჩემპიონობა და სხვა სახის წარმატებები იქნება",
- განაცხადა რომან ფიფიამ.

რაც შეეხება ლეგიონერების დარჩენას გუნდში, როგორც ფიფიამ და მალხაზ ჟვანიამ განაცხადეს, ამაზე კონკრეტულ პასუხს მოგვიანებით იტყვიან. თუმცა, ფიფიას თქმით, გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება ჩისკო, რომელიც ყველასთვის პატივსაცემი ფეხბურთელია.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამოს კი არა ქვეყანას უდგას ცუდი დროება
Dudu
12:46 07-12-2013
0
ეეე, ანუ დინამოაც ცუდი დროება დაუდგება და ევროპაზე ცვეღარაფერს იზავენ ერთ წრესაც კი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული