გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა.
მატჩში ანგარიში სტუმრებმა 29-ე წუთზე გიორგი კაჭკაჭიშვილის გოლით გახსნენს. 58-ე წუთზე კი "დილამ" გიორგი ქვილითაიას გოლის წყალობით გაათანბრა.
62-ე წუთზე თეიმურაზ ღონღაძემ მასპინძლები დააწიანურა. შეხვედრის ბოლო წუთებზე კი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.