გორის "დილამ" "ზესტაფონი" დაამარცხა

AutoSharing Option
8 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა.

მატჩში ანგარიში სტუმრებმა 29-ე წუთზე გიორგი კაჭკაჭიშვილის გოლით გახსნენს. 58-ე წუთზე კი "დილამ" გიორგი ქვილითაიას გოლის წყალობით გაათანბრა.

62-ე წუთზე თეიმურაზ ღონღაძემ მასპინძლები დააწიანურა. შეხვედრის ბოლო წუთებზე კი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული