"ვიტ ჯორჯია" მე-6 წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ დააწინაურა. მან უკრაინელთა კარი გიგა ბეჭვაიას პასით დალაშქრა. "კრიმტეპლიცამ" ანგარიში 45-ე წუთზე გაათანაბრა, მომდევნო გოლები კი 55-ე და მე-80 წუთზე გაიტანა.
"ვიტ ჯორჯიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე (46. ძაძამია) – ხურცილავა (14. ღანიაშვილი), ლომაია, ადამაძე (78. გოგიაშვილი), ბეჭვაია (70. ჭანკვეტაძე) – მაისაშვილი (68. კასრაძე), გურეშიძე (63. კორიფაძე), ვასაძე – ლიპარტია (75. ჯანელიძე), კლიმიაშვილი (75. ზაქრაძე) –
შეგახსენებთ, საქართველოს თასის მფლობელები ევროპის ლიგაზე ასპარეზობას პირდაპირ მეორე ეტაპიდან იწყებენ. 15 ივლისს თბილისში მათი მატოქე ჩეხური "ბანიკი" იქნება.