დილა-ჩიხურა 0:0 - თუ სომხიშვილს თამაში წაუვიდა... [VIDEO]

AutoSharing Option
დათოვლილი მოედნის გაწმენდაში სტადიონის პერსონალს ჯარისკაცებიც დაეხმარნენ და შეხვედრაც უპრობლემოდ ჩატარდა.

ქარ-ყინვაში ფეხბურთელებს გოლის გასატანად ცდა არ დაუკლიათ. მეტი და უკეთესი საგოლე შესაძლებლობა გორის "დილას" ჰქონდა, თუმცა უგოლო ფრეს მაინც ვერ ასცდა.

პირველი ტაიმის დასაწყისში უპირატესობას "დილა" დაეუფლა. მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძე აქტიურობდა და პრობლემებს უქმნიდა "ჩიხურას დაცვას.

სტუმართა მეკარე გიორგი სომხიშვილი საქმეში პირველად მაშინ ჩაერთო, როცა გიორგი ქვილითაიას მონაგრებული ჯარიმა დავით ბოლქვაძემ დაარტყა და საჩხერელთა კარის დარაჯმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

Sportall.Geდოლიძის მორიგ ჩაწოდებას ქვილითაიამ ახლო მანძილიდან დაუხვედრა ფეხი, ერთი
შეხებით ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ ისევ სომხიშვილმა იყოჩაღა.

"ჩიხურამ" ნელ-ნელა ოდნავ გამოაკეთა თამაში, მოედნის ცენტრში ბურთის შენარჩუნება მოახერხა და ერთი-ორი მწვავე იერიშიც განახორციელა. ბესიკ დეკანოიძის დაგორებულს ოციოდე მეტრიდან ნიკა კვასხვაძემ დასცხო, მაგრამ "ჩიხურას" მარცხენაფლანგელს სიზუსტემ უმტყუნა.

მიზანი კარგად ვერც ირაკლი მოდებაძემ გაისწორა ქვილითაიას პასის შემდეგ - ახლო მანძილიდან, თუმცა რთული სიტუაციიდან ურტყამდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე "ჩიხურა" გამოიყურებოდა აქტიურად შეტევაში. დავით ოდიკაძის ჩაწოდებულს გიორგი დათუნაიშვილმა მიაყოლა არაზუსტი თავური. მერე მარჯვენა ფლანგიდან დეკანოიძემ დიმიტრი ტატანაშვილს გადააწოდა ბურთი. "ჩიხურას" მთავარმეგოლე ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, თუმცა ბურთი ზუსტად იქით დაარტყა, სადაც "დილას" მეკარე ბექა შეყრილაძე იდგა.

შემდეგ ტატანაშვილი-ჯიღაური-დეკანოიძის კომბინაცია უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. კვასხვაძის დარტყმას კი "დილას" ერთ-ერთი მცველი გადაეღობა.

ამ ეპიზოდების შემდეგ უპირატესობა ისევ გორელებისკენ გადავიდა. ბოლქვაძის მიერ შესრულებული ჯარიმა სომხიშვილმა კუთხურზე მოიგერია. ქვილითაიას ჩაწოდებულს ნიკა სადაღაშვილმა არაზუსტი თავური მიაყოლა.

არც "ჩიხურა" იყო არხეინად შეტევაში - გიორგი რეხვიაშვილის გადაცემა ტატანაშვილმა უზუსტო თავურით დაასრულა.

მატჩის ბოლოს "დილამ" ორი ჩინებული საგოლე შანსი გაანიავა - თემურ ღონღაძემ ბურთი ძელს გაარტყა, ქვილითაიას ახლოდან დარტყმულს კი სომხიშვილი გადაეღობა.

ასეა - თუ სომხიშვილს თამაში წაუვიდა, მის კარს თითქოს ჯადო უკეთდება - ბურთი იქ არაფრის დიდებით არ შევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
18 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზუგდიდი-მეტალურგი
გურია-ზესტაფონი

19 დეკემბერი, ხუთშაბათი
სპარტაკი-დილა
ჩიხურა-სიონი
მერანი-დინამო
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული