შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდი უტევდა და მომენტებიც საკმაოდ იყო.
მასპინძელთაგან თავის გამოჩენის შანსი ორჯერ ჰქონდა ეხვაიას, მაგრამ პირველ შემთხვევაში მეკარე ბედიაშვილმა ითამაშა საიმედოდ, მეორედ კი მასპინძელთა თავდამსხმელმა ბურთი კარს ააცილა.
სახიფათო გამოდგა ტყემალაძის შეტევაც, როცა "მეტალურგი" ისევ მეკარემ გადაარჩინა.
გულხელდაკრეფილები არც სტუმრები ყოფილან. თავისიანების დაწინაურებას ცდილობდნენ სიხარულიძე და კირკიტაძე.
ამ უკანასკნელს ტაიმის მიწურულს რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ მყოფმა მამალაძეს ვერ აჯობა.
აღსანიშნავია,
მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ სანაიამ მატჩის შემდეგ განაცხადა - მსაჯების ზღვარგადასულ უსამართლობას წერტილი უნდა დაესვასო...
მერე მალხაზ ბეუქლიშვილს მასპინძლებიც შემოსწყრნენ, რადგან ჩათვალეს, რომ სიხარულიას დარტყმის შემდეგ რუსთაველთა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა...
"ზუგდიდმა" ანგარიში 78-ე წუთზე გახსნა. მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა შოთა ლომიამ უნაკლოდ შეასრულა - 1:0.
სტუმრებმა მატჩის გადარჩენა ბოლო ძალებით სცადეს. სახიფათოდ შეუტიეს ვასაძემ, სუხიაშვილმა და მაისაშვილმა, თუმცა "ზუგდიდის" კარის აღება ვერ მოახერხეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
18 დეკემბერი
გურია-ზესტაფონი 0:1 - რა ესროლა გია გეგუჩაძემ ლანჩხუთელ ქომაგებს [VIDEO]
19 დეკემბერი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 14:00
მერანი-დინამო (თბ) 14:00
ჩიხურა-სიონი 14:00
სპარტაკი-დილა 14:00
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8
მამუკა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"