გურია-ზესტაფონი 0:1 - რა ესროლა გია გეგუჩაძემ ლანჩხუთელ ქომაგებს [VIDEO]

AutoSharing Option
...ის იყო, მატჩის არბიტრმა საფინალოდ ჩასტვინა, რომ დაპირისპირებამ "გურიას" ფანებსა და "ზესტაფონის" სათადარიგო სკამს შორის კულმინაციას მიაღწია. მეტად აღელვებულმა გია გეგუჩაძემ მეტოქის ქომაგებს "ხურდა დაუბრუნა" და რაღაც საგანი ესროლა.

შესაძლოა, ეს მობილური ტელეფონიც იყო.

ასე უპასუხა მუდამ მშვიდმა მწვრთნელმა მასთან კონფლიქტში შესულ ქომაგებს, რითიც ისინი კიდევ უფრო განარისხა. პოლიციის კორდონმა კი ძლივს შეაჩერა მსაჯებსა და სტუმართა მწვრთნელზე გაწეული ქომაგები...

მანამდე კი გეგუჩაძე ამაოდ უხსნიდა მეოთხე მსაჯს, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამთან არსებულ რთულ ვითარებას. შეიძლება ითქვას, ის ეჩხუბებოდა ალექსანდრე კრიჭაშვილს და მართალიც
იყო - ღობის გარდა, ქომაგებისგან სტუმრებს პოლიციის კორდონი კი ჰყოფდა, თუმცა გინებას, რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაახშობდა.

პასუხი შიგნიდანაც იყო და ამას ტრიბუნიდან ბოთლებისა და სხვა საგნების სროლა მოჰყვა...

Sportall.Geეს ბოლოს იყო, როცა გურულმა ფანებმა მსაჯები ობსტრუქციით გააცილეს, ხოლო შესვენებაზე ისეთი დღე დააყარეს, მეორე ტაიმის დაწყება მთელი 15 წუთის განმავლობაში გადადეს. ფანებთან რომან პოკორაც კი მივიდა და მათი დამშვიდება სხვებთან ერთად მოახერხა.

...მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოწინავე ექვსეულისთვის პოზიციების გასამყარებლად. ბოლო დროს მოღონიერებულმა "ზესტაფონმა" წლის სიურპრიზად ქცეულ, მაგრამ ფინანსურად შეჭირვებულ "გურიაზე" გამარჯვებით "ჩელე-არენაზე" საამისოდ მშვენიერი ფსონი გაიკეთა.

შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა. უკვე მე-3 წუთზე ჭანკოტაძემ ბობღიაშვილს შორეულ ძელთან დაურტყა სახიფათოდ, მაგრამ მიზანს ააცილა.

სამიოდ წუთში კი "გურია" პირველ 11-მეტრიანს ითხოვდა - ჩიკვილაძის ჯარიმის შემდეგ "მასპინძლები" თვლიდნენ, რომ მცველმა ხიფათი ხელით განმუხტა, თუმცა ასე არ ფიქრობდა არბიტრი...

სამაგიეროდ, 29-ე წუთზე დავით ხარიტონაშვილმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა "გურიას" კარში, როცა სტუმართაგან აქტიურ ჭანკოტაძეს ჯიშკარიანი კარგად კი "ჩაუწვა", მაგრამ მოედანზე გასრიალებულს ბურთის ხელით "გაყოლებაც" მოუხდა.

ამ მომენტიდან მოყოლებული, არბიტრის მიმართ გურული ფანების რისხვა მატჩის ბოლო წუთამდე არ შეწყვეტილა. 11-მეტრიანი კი ადამიამ აქცია გოლად, თუმცა ბობღიაშვილს ცოტა დააკლდა, რომ თავისიანები გადაერჩინა...

ამ ეპიზოდამდე კი სამი საინტერესო მომენტი მოვნიშნეთ: შარიქაძის პასით ჭანტურიშვილი მეკარის ბაქნის ახლოს შეეყარა "გურიას" მეკარეს, მაგრამ ვერ აჯობა.

მალევე ჭანკოტაძემ გურული მცველები თამაშგარეს შექმნისას "დაიჭირა" და თამაშგარეში მყოფმა ჭანტურიშვილმა ადამიას დაუთმო, თუმცა რად გინდა - ამ უკანასკნელს თავადაც რომ შეეძლო გატანა, ისევ თამაშგარეში მყოფ თავისიანს უპასა საგოლედ, მაგრამ ჭანტურიშვილის გოლი მსაჯებმა, რა თქმა უნდა, არ ჩათვალეს.

ლანჩხუთელთაგან კარგი შანსი კოშკაძეს ჰქონდა, როცა ბურთიანად საჯარიმოში შეჭრას ლამობდა, მაგრამ კაჭკაჭიშვილმა ხელით შეაჩერა - "ზესტაფონის" ტანმაღალი მცველი გაძევებას იმის გამო გადაურჩა, რომ მის უკან თანაგუნდელები იდგნენ, რომლებსაც, დიდი ალბათობით, "გურიას" კაპიტნის შეჩერება გაუჭირდებოდათ.

გაშვებული გოლიდან ერთ წუთში კი გურულები გადარჩნენ - მეკარეს საჯარიმოდან ძალიან შორს მოუხდა გამოსვლა. ჭანტურიშვილმა ბურთი თავზე კი გადაუგდო, მაგრამ კარს ცოტათი ააცილა.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი, ჩუენსუს პასის შემდეგ, შალამბერიძემ ახლო მანძილიდან როგორ ვერ მოახვედრა კარში, ძნელი სათქმელია.

დამატებულ წამებზე კი ის მოხდა, რის გამოც მსაჯებმა გასახდელს მოედანზე რამდენიმე წუთის შეჩერების შემდეგ მიაშურეს, ხოლო მეორე ტაიმის დაწყება გვარიანად დააგვიანეს: ერთ-ერთი ბოლო შეტევისას, ჭანკოტაძემ კოშკაძე წესების დარღვევით შეაჩერა. კაპიტანმაც ბურთი სწრაფად გაათამაშა, საჯარიმოში მყოფმა შალამბერიძემ თითქოს მცველი "ჩამოიცილა" და მოედანზე დაეცა. არბიტრმა გურულთა მოთხოვნას ყური არ უგდო.

მეორე ტაიმი უფრო მშვიდი გამოდგა, ოღონდ მომენტების მხრივ, თორემ ბოლოსკენ "გურიას" ფანების ტრიბუნასა და "ზესტაფონის" სათადარიგო სკამს შორის დაძაბულობა სულ უფრო მძაფრდებოდა.

ლანჩხუთელებს რამდენიმე შანსი მიეცათ თამაშის გადასარჩენად - ისიანის პასით კარგად შეიჭრა საჯარიმოში შალამბერიძე, მაგრამ კვასხვაძეს ვერ აჯობდა. როინმა კოშკაძესაც არ დაანება გატანა, ხოლო სულ ბოლოს ამ უკანასკნელის გადაცემას თავით მახარაძე გამოეხმაურა, მაგრამ ააცილა, ისევე, როგორც კარს ასცდა ლომიას თავური; მანამდე კი, გურულის პასის შემდეგ, ჭანკოტაძეს ბობღიაშვილმა აუღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის დასრულების შემდეგ კლუბის ადმინისტრაციას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება ჰქონდა დაგეგმილი. "გურიას" ქომაგების გამოკითხვით, საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: კობა შალამბერიძე, ალეკო კოშკაძე და მინდია ბობღიაშვილი. ქალბატონი ფანების რჩეული კი თენგიზ ჩიკვილაძეა.

საზეიმო დაჯილდოება, რა თქმა უნდა, არ მომხდარა იმ მიზეზის გამო, რის შესახებაც წერილის დასაწყისში გიამბეთ...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
18 დეკემბერი
ზუგდიდი-მეტალურგი 1:0 - გიორგი დარასელიას მეორე გამარჯვება [VIDEO]

19 დეკემბერი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 14:00
მერანი-დინამო (თბ) 14:00
ჩიხურა-სიონი 14:00
სპარტაკი-დილა 14:00

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა კაი გუნდი გყავთ ლანჩხუთელებო, მარა ცუდი საქციელით ფანები უფუჭებთ სახელს. გეგუჩაძეს რო კაცი ასეთ დღეში ჩააგდებს, ამით ყველაფერი ნათქვამია...
აბაა
23:45 19-12-2013
0
ლანჩხუთლებს მეტი გვეკუთნის, უწიგნურ ჩხაიძის არჩევიზა. ერთი საქმე ებარა, გურია და იმასაც ვერ თუ არ მოუარა. დაკავებული ფულის კეთებით
FANKLUBI
14:02 19-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული