GFF Awards 2013: სფფ წლის საუკეთესოებს 26 დეკემბერს დააჯილდოვებს

AutoSharing Option
26 დეკემბერს, ოფიციალურ მიღება-საღამოზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლის საუკეთესო ფეხბურთელებს დააჯილდოვებს.

GFF Awards 2013 უკვე ტრადიციულ, ოფიციალურ ფორმატში გაიმართება. დაჯილდოებასთან ერთად, სფფ განვლილ წელსაც შეაჯამებს.

წლის მთავარი ნომინაციები კი შემდეგია:

ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელი

წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი ფეხბურთელი

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი


სპეციალური ანკეტების მეშვეობით, სფფ-მ გამოკითხვა უკვე დაასრულა. საუკეთესოები გამოავლინეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა.

ღონისძიებას
დაესწრებიან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტები, ნაკრებების მწვრთნელები, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები.

გამარჯვებულები და ნომინანტები სფფ-ისგან სპეციალურ ჯილდოებსა და საჩუქრებს მიიღებენ.

სფფ-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული