კობა წიტაიშვილის პირობა: 7 გოლი!

AutoSharing Option
16 დეკემბერს "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ კობა წიტაიშვილს 35 წელი შეუსრულდა. შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილმა აქტიურ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა და იქვე, "ზუგდიდის" შემადგენლობაში აპირებს თამაშს.

გიორგი დარასელიას მისვლამდე, წიტაიშვილი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, მაგრამ გუნდში არსებულმა პრობლემებმა ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა.

წიტაიშვილი საერთო ჯგუფთან ერთად ემზადებოდა კიდეც. მართალია, ჰქონდა იმედი, რომ საშემოდგომო ეტაპის ბოლო ორ ტურში ითამაშებდა, მაგრამ ჩანს, ჯერ საამისოდ მზად არ არის.

თუმცა იმედოვნებს, რომ ეს მეორე წრეში მოხდება.

- კობა, თამაში მოგენატრათ თუ რატომ გადაწყვიტეთ მოედანზე დაბრუნება?
-
თამაში რომ მომენატრა, ეს ერთია. კარიერის დასრულების შემდეგ ასეთი გრძნობა ყველა ფეხბურთელს უჩნდება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ "ზუგდიდს" ყველანაირად უნდა დავეხმარო.

- 3 წელია არ გითამაშიათ. ფორმის აღდგენა და წონის დაკლება არ გაგიჭირდებათ?
- იოლი არ იქნება, მაგრამ წონის პრობლემა ძალიან არც მაწუხებდა და მეორეც - "ზუგდიდში" ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი და ვგრძნობ, რომ მალე მოედანზე დაბრუნებასაც შევძლებ.

- ახლა ჩემპიონატის დონე დაბალია და, წესით, თამაში არ უნდა გაგიჭირდეთ.
- ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში თამაში ადვილია. მოსამზადებელ შეკრებას რომ გავივლი, მზად მერე ვიქნები. იმას არ ვამტკიცებ, რომ სრულად ვითამაშებ, მოედანზე ბოლო 15-20 წუთი გავალ, გუნდთან ვიქნები და ბიჭებს სტიმულს მივცემ.

- თქვენი აზრით, რამდენი გოლის გატანას შეძლებთ?
- გულშემატკივარს ვპირდები, რომ თუ კარგად მოვემზადე, 15 შეხვედრაში 7 გოლს გავიტან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი შენს პატრონს...
0
ამბობ 15 20 წუთი ვითამაშებო დააა 7 გოლს როგორ გაიტან ააა? მესი ხარ თუუ... სად იყავი ბიჭო აქამდეეე...
gizo
23:01 24-12-2013
0

სიახლეები პოპულარული