მაგრამ, შესაძლოა, საგაზაფხულო ეტაპისთვის გუნდი განახლდეს.
როგორც შევიტყვეთ, "ვიტ ჯორჯიას" ლიდერებს კლუბთან კონტრაქტები დაუმთავრდათ. ამ სიაში არიან გიორგი ჯანელიძე, გურამ ადამაძე, ლაშა კასრაძე, გიორგი კორიფაძე. ისინი, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებენ.
ეს, ნაწილობრივ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემაც დაგვიდასტურა:
"დიახ, ასეა, მაგრამ დავაზუსტებ, რომ კონტრაქტები უმთავრდებათ გიორგი ჯანელიძეს და გურამ ადამაძეს. ასეთივე
ინფორმაცია ლაშა კასრაძემაც დაგვიდასტურა:
"უცხოეთში წასვლა მსურდა და ეს "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს რომ ვუთხარი, ადამიანურად გამიგო, მითხრა, რომ მზადაა, კონტრაქტი გაწყვიტოს და გამიშვას. ახლა წინადადებას ველოდები - არის შემოთავაზება აზერბაიჯანიდან, რაღაც ვარიანტი საქართველოშიც არის. მაგრამ ჩემი ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ნაჩქარევ განცხადებებს მოვერიდები".
სანდო წყარომ გვითხრა, რომ თბილისის "დინამოს" "ვიტ ჯორჯიას" 21 წლის თავდამსხმელის, ელგუჯა ლობჯანიძის მიმართ ინტერესი არ განელებია და მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა ამ ცნობას მხარეები ჯერ არ ადასტურებენ.
ამავე დროს, თბილისის "დინამო" დაინტერესებულია "ვეტერინართა" ლიდერით, 24 წლის შემტევი ნახევარმცველით გიორგი ჯანელიძითაც, რასაც თავად ფეხბურთელიც ადასტურებს:
- დიახ,"ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. თუ რომელ გუნდში გადავალ, ამას მალე გაიგებთ.
- შევიტყვეთ, რომ თქვენით თბილისის "დინამო" დაინტერესდა...
- რა გითხრათ... ლაპარაკი არის. აზერბაიჯანის ვარიანტი იყო, მაგრამ იქ წასვლას საქართველოს ყველაზე პოპულარულ გუნდში თამაში მირჩევნია. თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.
იოლი გუნდისა და იოლი ცხოვრების ძიება არც მიცდია. ფეხბურთის თამაში თუ გინდა, ასეთ გუნდში გადასვლა სჯობია და სირთულეებიც უნდა გადალახო. რაც უნდა მოხდეს, "ვიტ ჯორჯიამ" ბევრი შემძინა და ამ კლუბს წარმატება მინდა ვუსურვო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"