ჰო, იმას ნამდვილად მიჩვეულნი ვიყავით, როცა ამა თუ იმ სეზონის დაწყებამდე (ან კიდევ - ზამთრის პაუზის წინ) ერთი-ორი (შესაძლოა, სამი) გუნდის წარმომადგენელი საჯაროდ რომ აწუწუნდებოდა ხოლმე ფინანსური პრობლემების გამო. არც ის შემთხვევები გვიკვირდა, როცა უსახსრობის გამო უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდი ზაფხულის ან ზამთრის მოსამზადებელ ეტაპს ვერ გაივლიდა.
თუმცა ამჟამად მართლაც კატასტროფული სიტუაციაა: ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა გუნდში იმდენად გაურკვეველი და, რაც
ეგ კი არა, საერთოდ განახლდება კი ჩემპიონატი?..
თუმცა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, დღიდან დაარსებისა, იმდენი რამ გადაუტანია, რომ დღესდღეობით შექმნილი მართლაც კრიზისული მდგომარეობაც, ალბათ, მეტ-ნაკლებად მოგვარდება.
მანამდე კი XXV ჩემპიონატის პირველი ეტაპი უნდა შევაჯამოთ: კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რომელი მწვრთნელი და ფეხბურთელი (ამპლუების მიხედვით - მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი) რამდენჯერ მოხვდა "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში"; წარმოგიდგენთ საერთოდ, ყველა მეგოლესა და დუბლისა თუ ჰეთ-თრიქის ავტორებს; არც ის ყოჩაღი სამარქაფოები უნდა დავივიწყოთ, შეცვლაზე შემოსულთ რომ გაჰქონდათ გოლები და ასე შემდეგ.
ამას გარდა, შემოგთავაზებთ პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებსაც, თუმცა, წინა სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად უარი ვთქვით ამ "საშუალედო ეტაპის" ნომინანტების გამოვლენაზე; უფრო ზუსტად, მივიჩნიეთ, რომ ცალკეულ ამპლუებში საუკეთესოების დასახელება ბევრად უფრო უპრიანი მთლიანად სეზონის დასრულების შემდეგ იქნებოდა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალბათ, ბევრს გაუჭირდებოდა პირველი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა; ყოველ შემთხვევაში, წინა სეზონის ამ პერიოდს თუ გავიხსენებთ, მაშინ საქმე ბევრად მარტივად იყო: "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი ჩისკო აშკარად გამორჩეული პერსონა გახლდათ ჩემპიონატში!
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია სეზონის დამთავრებას დაველოდოთ და ყურადღებით მივადევნოთ თვალი, თუ რამდენად სტაბილურად იასპარეზებენ ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვების შესაძლო კანდიდატები.
მაგრამ არის რამდენიმე ნომინაცია, სადაც უკვე გამოიკვეთნენ შესაძლო გამარჯვებულებიც; ასე, მაგალითად: ძალიან გვეეჭვება, რომ "საუკეთესო გოლის ნომინაციაში" ვინმე გაეჯიბროს დენის დობროვოლსკის: "მეტალურგის" 28 წლის ნახევარმცველმა 24 ნოემბერს "ჩიხურას" კარში 45 მეტრიდან ულამაზესი დარტყმით ისეთი ბურთი შეაგდო, თქვენი მოწონებული!
ძალიან საინტერესო იქნება, "სეზონის აღმოჩენის" დღევანდელი ნომინანტები რამდენად სტაბილურად ჩაატარებენ მეორე ეტაპს; ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე ამ ნომინაციის ლიდერებად "დინამოს" 22 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი, "ვიტ ჯორჯიას" ტანმაღალი ცენტრფორვარდი, 21 წლის ელგუჯა ლობჯანიძე და "ზესტაფონის" 20 წლის ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი უნდა მივიჩნიოთ.
აი, რაც შეეხება "საუკეთესო დებიუტანტის" ნომინაციას, ამ შემთხვევაშიც შეიძლება რამდენიმე კანდიდატურის დასახელება (თანაც, როგორც - ლეგიონერების, ასევე - ქართველი ფეხბურთელებისაც): დორინ გოგა (დინამო), რენე ფერეირა (ზესტაფონი), გიორგი ქვილითაია (დილა), აკაკი შულაია (მერანი).
ახლა კი XXV ჩემპიონატის პირველი ეტაპი ციფრებში...
ვინ რამდენჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში
მწვრთნელები:
რამაზ სოღოლაშვილი (დილა) - 3, ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია) - 3, გიორგი დარასელია (ზუგდიდი) - 2, გია გეგუჩაძე (ზესტაფონი) - 2, დუშან უჰრინი (დინამო) - 2, გელა სანაია (მეტალურგი) - 2, კახა კაჭარავა (სპარტაკი) - 2, სოსო ფრუიძე (ჩიხურა) - 2, დავით მახარაძე (გურია) - 2, ჟერარდ სარაგოსა (ტორპედო) - 2, გიორგი დევდარიანი (დილა) - 1, რატკო დოსტანიჩი (ზესტაფონი) - 1, რომან პოკორა (გურია) - 1, ლადო ბურდული (სიონი) - 1.
მეკარეები:
გიორგი ლორია (დინამო) - 5, მინდია ბობღიაშვილი (გურია) - 3, მაქსიმე ქვილითაია (ტორპედო) - 3, ნუკრი რევიშვილი (დილა) - 2, როინ კვასხვაძე (ზესტაფონი) - 2, გიორგი ნადირაძე (სპარტაკი) - 1, გრიგოლ ბედიაშვილი (მეტალურგი) - 1, გიორგი სომხიშვილი (ჩიხურა) - 1.
მცველები:
გულვერდ თომაშვილი (დილა) - 4, არნო ჩუენსუ (გურია) - 4, დავით ოდიკაძე (ჩიხურა) - 3, გიორგი გველესიანი (დინამო) - 3, გიორგი ხიდეშელი (ტორპედო) - 3, თენგიზ ჩიკვილაძე (გურია) - 3, რენე ფერეირა (ზესტაფონი) - 3, თეიმურაზ ღონღაძე (დილა) - 3, გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა) - 2, ვაჟა ტაბატაძე (ტორპედო) - 2, კიჭი მელიავა (მერანი) - 2, ვალერი იობაშვილი (გურია) - 2, ვალერი აბრამიძე (სიონი) - 2, დავით კვირკველია (დინამო) - 2, ლაშა კასრაძე (ვიტ ჯორჯია) - 2, კახა ალადაშვილი (დილა) - 1, ლაშა თოთაძე (სიონი) - 1, არჩილ ტვილდიანი (სიონი) - 1, თედორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი) - 1, გიორგი მჭედლიშვილი (ვიტ ჯორჯია) - 1, ალექსანდრე კვახაძე (დილა) - 1, ნიკა ჯიშკარიანი (გურია) - 1, მიხეილ მახვილაძე (მეტალურგი) - 1, სერგი ორბელაძე (მეტალურგი) - 1, შოთა კაშია (ჩიხურა) - 1, თორნიკე გრიგალაშვილი (ზესტაფონი) - 1, ოთარ ხიზანეიშვილი (დილა) - 1, დარკო გლიშიჩი (დინამო) - 1, გივი კვარაცხელია (დინამო) - 1, გურამ ადამაძე (ვიტ ჯორჯია) - 1, დავით იმედაშვილი (სიონი) - 1, გიორგი გავაშელიშვილი (მეტალურგი) - 1, დავით სვანიძე (სიონი) - 1, გიორგი პაჭკორია (ზუგდიდი) - 1.
ნახევარმცველები:
გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია) - 4, ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა) - 4, გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) - 4, გიორგი მერებაშვილი (დინამო) - 4, გრიგოლ დოლიძე (დილა) - 3, რევაზ გეწაძე (მეტალურგი) - 3, დავით კირკიტაძე (მეტალურგი) - 3, ალექსანდრე კოშკაძე (გურია) - 3, ალექსანდრე შენგელია (გურია) - 3, კობა შალამბერიძე (გურია) - 3, გიორგი თექთურმანიძე (სპარტაკი) - 3, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზესტაფონი) - 3, შოთა ბაბუნაშვილი (მერანი) - 2, აკაკი შულაია (მერანი) - 2, გიორგი დათუნაიშვილი (ჩიხურა) - 2, გიორგი გაბედავა (ჩიხურა) - 2, გიორგი ჭანკოტაძე (ზესტაფონი) - 2, ალექსანდრე გოგობერიშვილი (სიონი) - 2, ირაკლი სამხარაძე (სიონი) - 2, გიორგი კუხიანიძე (ტორპედო) - 2, შოთა ლომია (ზუგდიდი) - 2, ნიკა მაისურაძე (სპარტაკი) - 2, ლევან კუტალია (ზესტაფონი) - 1, გურამ სამუშია (ზესტაფონი) - 1, ავთანდილ ენდელაძე (ზესტაფონი) - 1, პაპუნა ფონიავა (მერანი) - 1, ბექა ციკოლია (მერანი) - 1, ლაშა გვალია (დილა) - 1, ირაკლი მაისურაძე (დილა) - 1, ლაშა პარუნაშვილი (სიონი) - 1, ზვიად ლობჯანიძე (სიონი) - 1, ნოდარ გაჩეჩილაძე (გურია) - 1, კახა კაკაშვილი (სპარტაკი) - 1, ლაშა ჩაფიძე (სპარტაკი) - 1, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) - 1, თორნიკე თუხარელი (სპარტაკი) - 1, ნიკა კვასხვაძე (ჩიხურა) - 1, დენის დობროვოლსკი (მეტალურგი) - 1, ლევან კორღალიძე (მეტალურგი) - 1, ზვიად სიხარულია (ზუგდიდი) - 1, ირაკლი შალიკაშვილი (ზუგდიდი) - 1, ლევან ხმალაძე (დინამო) - 1, მათე ცინცაძე (ტორპედო) - 1.
თავდამსხმელები:
ჩისკო (დინამო) - 6, დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა) - 5, ირაკლი მოდებაძე (დინამო) - 4, ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) - 3, დორინ გოგა (დინამო) - 3, თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) - 3, ირაკლი ქობალია (ზესტაფონი) - 2, ჯაბა დვალი (დინამო) - 2, გოგა ფიფია (მეტალურგი) - 2, გიორგი ილურიძე (დილა) - 1, გიორგი ქვილითაია (დილა) - 1, ნიკა საბანაძე (ტორპედო) - 1, ვილი ისიანი (სიონი) - 1, გიორგი ბერიაშვილი (მეტალურგი) - 1, გიორგი ჩირგაძე (მეტალურგი) - 1, ლადო ახალაია (სიონი) - 1, დავით გელაშვილი (სპარტაკი) - 1, ირაკლი ეხვაია (ზუგდიდი) - 1.
პირველი ეტაპის ყველა გოლი
დინამო (42)
დორინ გოგა - 9, ჩისკო - 8, გიორგი მერებაშვილი - 5, ჯაბა დვალი - 5, გიორგი გველესიანი - 3, ელგუჯა გრიგალაშვილი - 2, ლევან ხმალაძე - 2, ირაკლი ძარია - 2, დავით კვირკველია - 2, დარკო გლიშიჩი - 2, პატრიკ ვუო - 2.
ჩიხურა (35)
დიმიტრი ტატანაშვილი - 12, ჯაბა ჯიღაური - 5, ბესიკ დეკანოიძე - 4, გიორგი გაბედავა - 3, გიორგი რეხვიაშვილი - 2, ლაშა ჭელიძე - 2, გიორგი დათუნაიშვილი - 2, დავით ოდიკაძე - 1, ვაჟა ლომაშვილი - 1, ნიკა კვასხვაძე - 1, რატი წინამძღვრიშვილი - 1, გივი კვარაცხელია ("დინამო", საკუთარ კარში).
ვიტ ჯორჯია (25)
ელგუჯა ლობჯანიძე - 5, გიორგი კორიფაძე - 4, გიორგი ჯანელიძე - 3, ლევან კუხალეიშვილი - 3, ლაშა კასრაძე - 2, ნიკა მაისურაძე - 2, ნიკა სიჭინავა - 2, შოთა დავლაშელიძე - 1, ოთარ ჯავაშვილი - 1, ირაკლი ღიბრაძე - 1, ნოდარ იაშვილი - 1.
დილა (23)
ირაკლი მოდებაძე - 9, გრიგოლ დოლიძე - 4, გიორგი ქვილითაია - 3, დავით ბოლქვაძე - 2, მიხეილ გორელიშვილი - 2, ოთარ ხიზანეიშვილი - 7, თეიმურაზ ღონღაძე - 1, ნიკოლოზ სადაღაშვილი - 1.
მეტალურგი (23)
დავით კირკიტაძე - 3, გიორგი ჩირგაძე - 3, ლუკა რაზმაძე - 3, გიორგი ბერიშვილი - 2, გოგა ფიფია - 2, ლევან კორღალიძე - 2, რევაზ გეწაძე - 2, დავით საჯაია - 2, ლევან კაკუბავა - 1, დენის დობროვოლსკი - 1, გიორგი გავაშელიშვილი - 1, გიორგი რეხვიაშვილი ("ჩიხურა", საკუთარ კარში).
სიონი (22)
ლადო ახალაია - 4, გიორგი კახელიშვილი - 3, ლაშა თოთაძე - 3, ირაკლი სამხარაძე - 3, გიორგი განუგრავა - 2, კოკა მიკუჩაძე - 2, ალექსანდრე გოგობერიშვილი - 1, ჯაბა უგულავა - 1, თორნიკე აფციაური - 1, ვალერი აბრამიძე - 1, დავით სვანიძე - 1.
გურია (20)
ვილი ისიანი - 6, თენგიზ ჩიკვილაძე - 4, ალექსანდრე კოშკაძე - 4, ალექსანდრე შენგელია - 3, კობა შალამბერიძე - 2, მამუკა ტორონჯაძე - 1.
ზესტაფონი (19)
ირაკლი ქობალია - 4, საბა ლომია - 4, ვახტანგ ჭანტურიშვილი - 3, ლევან შარიქაძე - 2, გიორგი ადამია - 2, გიორგი ჭანკოტაძე - 1, გიორგი კაჭკაჭიშვილი - 1, ავთანდილ ენდელაძე - 1, გიორგი ხიდეშელი ("ტორპედო", საკუთარ კარში).
ტორპედო (19)
თორნიკე კაპანაძე - 6, ნიკა საბანაძე - 3, გიორგი კუხიანიძე - 2, გიორგი ხიდეშელი - 2, მერაბ გიგაური - 1, მათე ცინცაძე - 1, გიორგი ფანცულაია - 1, რევაზ ბარაბაძე - 1, მამია გავაშელიშვილი - 1, ზაზა ჭელიძე - 1.
მერანი (14)
ლაშა კუჭუხიძე - 3, შოთა ბაბუნაშვილი - 3, აკაკი შულაია - 2, ბექა ციკოლია - 2, პაპუნა ფონიავა - 1, ლაშა ღონღაძე - 1, გიორგი მელქაძე - 1, თეიმურაზ ფარულავა - 1.
სპარტაკი (13)
თორნიკე თუხარელი - 2, ლაშა ჩაფიძე - 2, კახა კაკაშვილი - 1, ზვიად მეტრეველი - 1, ნიკა კვეკვესკირი - 1, თეიმურაზ შონია - 1, გიორგი თექთურმანიძე - 1, კონსტანტინე ხიზანეიშვილი - 1, დავით გელაშვილი - 1, უჩა ბურძენაძე - 1, პაპუნა ფონიავა ("მერანი", საკუთარ კარში).
ზუგდიდი (8)
ირაკლი ეხვაია - 3, ლუკა გუგუჩია - 2, ნიკა აფაქიძე - 1, ზვიად სიხარულია - 1, შოთა ლომია - 1.
ჰეთ-თრიქი
დორინ გოგა - VIII ტური, სიონი-დინამო (1:4)
ჩისკო - IX ტური, დინამო-ჩიხურა (6:1)
დუბლი
ირაკლი მოდებაძე (დილა) - 3, დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა) - 2, ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) - 2, გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) - 2, გრიგოლ დოლიძე (დილა) - 1, ნიკა საბანაძე (ტორპედო) - 1, ირაკლი ქობალია (ზესტაფონი) - 1, დავით კვირკველია (დინამო) - 1, საბა ლომია (ზესტაფონი) - 1, ჯაბა დვალი (დინამო) - 1, ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა) - 1, ალექსანდრე კოშკაძე (გურია) - 1, ჩისკო (დინამო) - 1, გიორგი ქვილითაია (დილა) - 1, გიორგი ჩირგაძე (მეტალურგი) - 1, ირაკლი ეხვაია (ზუგდიდი) - 1.
შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გოლები
დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა) - 3, გიორგი ქვილითაია (დილა) - 3, დარკო გლიშიჩი (დინამო) - 2, ალექსანდრე შენგელია (გურია) - 1, ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია) - 1, კახა კაკაშვილი (სპარტაკი) - 1, პატრიკ ვუო (დინამო) - 1, აკაკი შულაია (მერანი) - 1, გოგა ფიფია (მეტალურგი) - 1, უჩა ბურძენაძე (სპარტაკი) - 1, კოკა მიკუჩაძე (სიონი) - 1, საბა ლომია (ზესტაფონი) - 1, ლუკა რაზმაძე (მეტალურგი) - 1, კონსტანტინე ხიზანეიშვილი (სპარტაკი) - 1, ლევან კუხალეიშვილი (ვიტ ჯორჯია) - 1, ნიკოლოზ სადაღაშვილი (დილა) - 1, ჯაბა დვალი (დინამო) - 1, დავით გელაშვილი (სპარტაკი) - 1, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა) - 1, რეზო ბარაბაძე (ტორპედო) - 1, ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) - 1, ნოდარ იაშვილი (ვიტ ჯორჯია) - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"