საგანგაშო მდგომარეობა: კლუბები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლები 25 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და არსებულ პრობლემებზე ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებთან ერთად იმსჯელეს.

შეხვედრას მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელი არ ესწრებოდა, რადგან კლუბში დიდი ცვლილებებია და, შესაძლოა, გუნდი ქუთაისის მერიამ გადაიბაროს...

ფედერაცია კი სოლიდური შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა და გია ფირცხალავა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დაფინანსებისა და სხვა სახის
საფეხბურთო პროექტები ფედერაციამ უნდა წარადგინოს. კლუბები კი პასუხს სამინისტროს სთხოვენ და მიიჩნევენ, რომ მათ სატკივარს სამინისტრო ვერ მოაგვარებს და პირდაპირ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანა მოითხოვეს.

თუმცა პარასკევს, შესაძლოა, მინისტრს მაინც შეხვდნენ.

25 დეკემბერს თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ასეთი რამ თქვა - კერძო მესაკუთრეები მუნიციპალურ კლუბებს გვერდით დავუდგებითო. ეს ბევრს ნიშნავს, რადგან პროფლიგაზე დაწყებული მსჯელობის დღიდან, კერძო და სახელმწიფო კლუბები აქამდე ერთმანეთში კინკლაობდნენ.

ამავე დროს, კერძო კლუბები ითხოვენ, რომ სახელმწიფოსგან ყველამ თანაბრად მიიღოს დაფინანსება, თანაც, წელიწადში, მინიმუმ - მილიონი ლარი. სხვაგვარად, შესაძლოა, ბევრმა კლუბმა ჩემპიონატში ვეღარ ითამაშოს. პრობლემებია "ზუგდიდში", "გურიაში", "სიონში", "ტორპედოში", "მერანში", "ვიტ ჯორჯიაში"... არავინ იცის, რა ბედი ელის "ზესტაფონს" და ასე შემდეგ.

ზვიად სიჭინავამ კი კლუბებს მოუწოდა - მხოლოდ ფულის მოთხოვნით არ შემოიფარგლოთ, გლობალური მოთხოვნები ჩამოაყალიბეთო.

სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს და კლუბებს განვითარებაში დაეხმაროს, რაც 3 წლის შემდეგ ყველა კლუბის განკერძოების საფუძველი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ შეიძლება სახემწიფო გუნდები არსებობდეს რით ვერ გაიგეთ? ან სახემწიფო აფინანსებდეს.
jorj
12:19 26-12-2013
0
მიმაჩნია რომ იმ ფეხბურთის მაგვარ სახეობ ისათვის, რასაც ამდენი წელია გვაყურებინებენ ბიუჯეტის ფული არ უნ და დაიხარჯოს. სჯობს აღნიშნული ტანხები უფრო საჭირო პროექტებს მოხმარდეს ვიდრე იმ იმ უნიჭო მსახიობებს, რომლებსაც სირბილი ეზარებათ მინდორზე და მხოლოდ იმაზე ფუქრობენ თამაშისას რამდენი ყვითელი და კუთხური, თუ ჯარიმა დასვან....
საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 2 გუნდი მახსენდება გამართულ სასიამოვნო ფეხბურთს რომ თამაშობდა: გიორგი დევდარიანის თბილისი და გეგუჩაძის ზესტაფონი.
ქომაგი
11:07 26-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული