არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

AutoSharing Option
ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქართულ სპორტულ გვერდებზეც ჩვენი ფეხბურთის შესახებ სხვაზე მეტი ინტერესი და ნახვადობაა. ამ დროს კი ისე ჩანს, ამ სფეროში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რომელთაც წარმატების მოტანა შეუძლიათ, საკმარისი არაა.

კლუბების მფლობელები, საფეხბურთო მენეჯერები, მწვრთნელები, არბიტრები, ბავშვობიდანვე სწორად განვითარებული ფეხბურთელები აშკარად დეფიციტურია და მეტი გვსურს. ამავდროულად, საქმე მხოლოდ რაოდენობაში ხომ არაა, თაობათა შორის ცოდნის სწორად გადაცემა მნიშვნელოვანი ამბავია. როცა ამა თუ იმ დარგში სპეციალისტების დეფიციტია, ამ დროს მომდევნო წლებსაც კარგავ.

ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ თბილისის "დინამოს"
პრეზიდენტი, ამავდროულად კი, რამდენი ქართველი ვიცით, ამ ერთ დროს სახელოვან კლუბს რომ შეიძენს და უფრო ამბიციური გახდის. გვახსოვს უამრავი უარყოფითი შეფასება მამუკა ჯუღელის მიმართ, მაგრამ მასთან დაახლოებული ფეხბურთელები მუდამ საუბრობდნენ, რომ მენეჯერი მათზე ძალიან ზრუნავდა. ვხედავთ, ჯუღელის საქმიანობის ქვეშ მყოფთა საკმაოდ დიდ კარიერულ პროგრესს, ამ დროს კი რა ხდება ბევრ სამენეჯერო კომპანიაში და რატომ ვერ ხერხდება "ზღურბლთან" მყოფების "გადაბიჯება", რთული სათქმელია. რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული აქამდე, საკმაოდ დიდი პერსპექტივის მქონეებთან და ვუშვებთ ახლა, მომავალში რომ უფრო ცხადად გამოჩნდება.

Sportall.Ge

რაც შეეხება მწვრთნელების საკითხს, მათი გადამზადების მიუხედავად, ეს პრობლემა დგას და ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. ამის მიუხედავად, კლუბებმა უკვე წლებია შეგვაჩვიეს, ერთსა და იმავე დამრიგებელს სხვადასხვა გუნდში ადგილს რომ შეუცვლიან. არსებობს კარგი და ცუდი ფორმა, მათ შორის, მწვრთნელებთან მიმართებით და ბოლო სამუშაოზე მკვეთრად უარყოფითი შედეგების შემდეგ ამა თუ იმ მწვრთნელის მაშინვე შენს გუნდში განხილვა რას უნდა ნიშნავდეს?! თუ მაინც ექსპერიმენტებს მივმართავთ, შანსი სიახლეებს, ახალ კადრებს მივცეთ. მეორე ამბავია, როცა ფინანსურად უფრო ძლიერი კლუბი მცირებიუჯეტიანიდან მწვრთნელებისა და ფეხბურთელების გადაყვანის გზით მიდის და სხვა ხსნა ვერ წარმოუდგენია.

დიდი ინტერესი რომ ვახსენეთ, ეგ უპირველესად და დიდი დოზით ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. ჰოდა, გავზარდოთ უფრო მეტი ხვიჩა, ამის რესურსი არის; მიიღეთ უფრო მეტი თანხები, როგორც ამა თუ იმ ფეხბურთელის აღმზრდელებმა; გამოიჩინეთ უფრო დიდი ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ. ყველაზე პოპულარულის სტატუსი იმაშიც გეხმარებათ, უფრო მეტი საკადრო არჩევანი გქონდეთ.

ვინმეს ქმედებას თუ უწუნებ, გამოსავალიც შესთავაზეო. ეს ისევ სხვების გამოცდილების გაზიარებაში, უფრო მეტის დაკვირვებაშია. შეგიძლია ეს საქმე ისე გააკეთო, საკუთარი თავიც კმაყოფილი გყავდეს და სხვებიც. თუ მხოლოდ გარე დაკვირვებით რთულია, მაშინ ადგილზე ჩავრთოთ გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები, მართლა საქმიანად განწყობილნი, შორს მოფიქრალნი და არა რაღაც ლოკალური წარმატების გასაპიარებლად გამოსაყენებელი. თუ ასე არაა, მაშინ ვთქვათ, რომ ჩვენი საქმე ეს არ ყოფილა და სხვა დარგებს მოვკიდოთ ხელი!..

alt"დილა" ისევ დამარცხდა - ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

altGeo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
"არასაკმარისი ხალხი" კი არა - "არასაკმარის კვალიფიკაციის ხალხი"
ნოე
11:32 23-08-2023
0
გამოაცხადეთ ტენდერი და ნახავთ რამდენი კარგი სპეციალისტი გამოგეხმაურებათ ოღონდ იმათი ახლობლები არ იქნებიან
1.2.3.4.5.6.
09:52 23-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული