ქუთაისის მერი: მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ "ტორპედოს" არ მივატოვებთ!

AutoSharing Option
რა ხდება ქუთაისის "ტორპედოში"? ეს კითხვა ქართველი გულშემატკივრისთვის მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც კლუბიდან კომპანია "ვისოლის" წასვლაზე ინფორმაცია გავრცელდა.

კომპანიის ხელმძღვანელებმა ეს ამბავი კლუბის თანამშრომლებს 23 დეკემბერს გაუმხილეს და დაემშვიდობნენ. "ტორპედოში" დარჩენილმა პერსონალმა საყვარელი კლუბის გადასარჩენად ბრძოლა სწორედ თავად გადაწყვიტა.

შევიტყვეთ, რომ ეს ჯგუფი ორიოდე დღის წინათ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ შოთა მურღულიას შეხვდა და "ტორპედოს" გადარჩენა სთხოვა.

ფაქტია, რომ გუნდი ახლა დაშლის პირასაა და არავინ იცის, რა შემადგენლობით შეხვდება ჩემპიონატის გუნდი საგაზაფხულო ეტაპს.

მურღულია ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა და
გუნდის სატკივარი გულთან ახლოს მიიტანა, მაგრამ თავადაც მძიმე მდგომარეობაშია. საქმე ისაა, რომ ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და 25 დეკემბერს, როცა ეს შეხვედრა შედგა, "ტორპედოსთვის" საჭიროების გათვალისწინება უკვე შეუძლებელი გახდა.

მაგრამ ვითარება უიმედო მაინც არ არის. მურღულიას თქმით, ქალაქის მერია მაინც მზადაა, დამფინანსებლის გარეშე დარჩენილ "ტორპედოს" დაეხმაროს.

"წინასწარ საიდან გვეცოდინებოდა, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები და ამიტომაც აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში.

საბიუჯეტო სახსრები უკვე გადანაწილებულია და ახლა სხვა სფეროებს ვერ ჩამოვაჭრით, ეს გამორიცხულია. თუმცა, ყველანაირად შევეცდებით გუნდის დახმარებას და ინვესტორის მოზიდვას.

მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია "ვისოლზე", თუ ვის გადასცემს გუნდს - თვითმმართველობას თუ ცენტრალურ ხელისუფლებას", - ამბობს შოთა მურღულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაცებმა ძალით შეტენეს ეს გუნდი ვისოლს,მიახედიეს ეხლა ბიზნესი გათავისუფლდა და ვისოლიც ადგა და მიატოვა,სინამდვილეში მართალია ის კაცი არ უღირს შეიძლება,მიცენ ისევ ძველ პატრონს
vasikobasialdze
13:02 27-12-2013
0
ანუ გეცოდება ქართველი, ანუ უთავმოყვარე ერი ვართ გაგა? შენ სადაური ხარ, ამ ენაზე რომ საუბრობ? მგონი ცოდო შენ ხარ, რომ საკუთარს გაურბიხარ. საკუთარს ლანძღავ, აი ისეთივე არარაობა გამოდიხარ როგორიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტერი.
daviddavid
12:53 27-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული