სად ითამაშებს "ზუგდიდიდან" გაშვებული დათა რიგვავა?

AutoSharing Option
"ზუგდიდში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა გუნდიდან მარჯვენა მცველის, დათა რიგვავას გაშვება იყო.

საერთოდ, 24 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი მტკივნეული გამოდგა. ზაფხულში ქუთაისის "ტორპედოში" მომხდარ საკადრო რევოლუციას შეეწირა, რადგან იქ გაახალგაზრდავება დაიწყეს; ახლა კი "ზუგდიდში" დაწყებული რეფორმების მსხვერპლი გახდა.

"ჩვენ ამ პოზიციაზე ნიჭიერი რომეო კანკია გვყავს და ვამჯობინეთ, რომ მისთვის გასაქანი მიგვეცა. დათა კარგი მოთამაშეა და არ მინდოდა, სათადარიგოებში ყოფილიყო. ჩვენი გადაწყვეტილებით, სხვაგან წასვლისა და თამაშის შანსი მიეცემა"
, - გვითხრა "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ.

"გამიკვირდა, მაგრამ
რაც მოხდა, ამაზე ლაპარაკი აღარ მსურს. დარასელიას და ბიჭებს ადამიანურად დავემშვიდობე. მითხრეს, რომ ჩემით უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა და მალე მეცოდინება, სად ვითამაშებ. ჯერ კი ზუსტად ვერაფერს ვიტყვი"
, - გვითხრა რიგვავამ.

დარასელიას თქმით, ირაკლი ეხვაია კარიერას ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელებს.

24 წლის თავდამსხმელი ზუგდიდელებისთვის უდავოდ დიდი დანაკლისი იქნება, რადგან სწორედ მისი დამსახურებით მოიგო გუნდმა სეზონის მიწურულს ქუთაისის "ტორპედოსთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და საერთოდაც, გოლეადორული თვისებებით გამორჩეულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხო შობის ღამეა, ერთმანეთს სიკეთე, ბედნიერება და ქართული ფეხბურთის გადარჩენა უსურვეთ. რაც შეეხება დარაელიას მასზე მხოლოდ პოზიტიური შეიძლება ითქვას. წარმატებები ზუგდიდს და ყველა გუნდს საქართველოში. 2014 წელი იყოს განვითარების, ერთობის გაერთიანების წელი.
puma
18:50 06-01-2014
0
ახალგაზრდა ფეხბურთელი დათა რიგვავა არ გამოადგა დარასელიას და პენსიონერი წიტაიშვილი გამოადგება თურმე.... სასაცილოა რა.
0

სიახლეები პოპულარული