I ლიგა: "საბურთალო" თურქეთში მოემზადება, "გაგრა" - "მერანზე"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სეზონი მარტის დასაწყისში განახლდება, გუნდების ნაწილმა კი მზადება უკვე დაიწყო.

ასე მაგალითად, "საბურთალო" "ბენდელას" სტადიონზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მოემზადება, ხოლო 2-დან 22 თებერვლამდე თემურ შალამბერიძის შეგირდები შეკრების ბოლო ეტაპს თურქეთში გაივლიან.

"გაგრას" ხელმძღვანელობამ კი ახალ მთავარ მწვრთნელად თენგიზ სიჭინავა დანიშნა, რომელიც მანამდე ზვიად ჯელაძის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა. პირველი ლიგის კლუბთან მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მეორე ეტაპისთვის მზადებას "გაგრა" 15 იანვარს, "მერანის" სტადიონზე დაიწყებს. სიჭინავამ რამდენიმე ფეხბურთელი "გაგრა 2"-დან დაიმატა, რამდენიმესაც სინჯავს.

კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და გუნდი
დატოვეს თამაზ ჯიშკარიანმა, ნუგზარ ხოჯაშვილმა და გუგა ფალავანდიშვილმა.

გათავისუფლდნენ ნოდარ სვანაძე და კოტე ზარნაძეც, რომლებიც კლუბში უკონტრაქტოდ ირიცხებოდნენ.

ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატს, მეკარე გიორგი ბეგაშვილსაც, რომელიც ორი წლის განმავლობაში "გაგრას" პირველი გოლკიპერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის თანახმად, ბეგაშვილს გუნდში ყოფნა კიდევ რამდენიმე თვე უწევდა, მხარეები ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული