28 წლის ფორვარდმა ამ ბალტიისპირულ ქვეყანაში 2012 წელს დიდი აღიარება მოიპოვა - ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, თავდამსხმელისა და ბომბარდირის ტიტულები მოიგო, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ აერია კლუბის პრეზიდენტ ოლეგ გავრილოვთან ურთიერთობა.
ქართველი ფორვარდით უკრაინული და პოლონური კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ გავრილოვი ბევრს ითხოვდა.
ლატვიიდან წამოსვლის შემდეგ ღონღაძე რომელიმე ევროპულ კლუბში გადასვლას იმედოვნებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
"ალბათ, ქუთაისის "ტორპედოში" ვითამაშებ. გუნდში რევაზ
ოღონდ 9 იანვრის შემდეგ გადაწყდება, რა დაფინანსება ექნება "ტორპედოს".
აქვე ვიტყვი, რომ ინფორმაცია, თითქოს თბილისის "დინამოს" უარი ვუთხარი, არასწორია - მოლაპარაკებები არ გვქონია. გორის "დილა", ცხინვალის "სპარტაკი" და მარტვილის "მერანი" კი ნამდვილად მიწვევდნენ.
მაგრამ თუ პირობები იქნება, "ტორპედოში" თამაში მირჩევნია, რადგან ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, ძოძუაშვილი კი გუნდს ტყუილად არ ჩაიბარებდა", - ამბობს ღონღაძე.
შეგახსენებთ, რომ ღონღაძე ქუთაისის "ტორპედოში" 2005-07 წლებში უკვე თამაშობდა და გუნდს მაშინაც ძოძუაშვილი ავარჯიშებდა. მაშინ ტანმაღალმა ფორვარდმა 42 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"