დაფინანსება და ევროტურნირები - გორის გამგებლის დაპირება "დილას"

AutoSharing Option
ბოლო წლებში "დილა" სტაბილურად ფიგურირებს უმაღლესი ლიგის ლიდერთა შორის. გორელები წლეულსაც წამყვანი პოზიციებისთვის იბრძოდნენ და მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ეტაპი მესამე ადგილზეც ჩაამთავრეს.

თუმცა ზამთრის შესვენებისას კლუბში განსხვავებული რეალობა დადგა და ახლა ზუსტად არავინ იცის, რამდენად ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს "დილაში" და იბრძოლებს თუ არა გუნდი ამბიციური მიზნებისთვის.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთელებს კონტრაქტი 2013 წლის მიწურულამდე ჰქონდათ, რის გამოც ისინი ახლა თავისუფალი აგენტები არიან და ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს გუნდი დატოვოს, ამაში ხელი არ შეეშლება. შესაბამისად, გუნდის მთავარ მწვრთნელ რამაზ სოღოლაშვილისთვისაც
გაურკვეველია, რა კონტინგენტთან მოუწევს მუშაობა და მათზე დაყრდნობით რამდენად რეალური იქნება კვლავ ლიდერთა შორის ყოფნა.

"დილა" უკვე დატოვა რამდენიმე წამყვანმა (ირაკლი მოდებაძე, თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული) ფეხბურთელმა.

როგორც კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზიამ გვაცნობა, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი გორში დარჩენას გეგმავს. სხვა წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობაც ცოტა ხანში გაირკვევა. საგაზაფხულო ეტაპისთვის სამზადისს გუნდი, სავარაუდოდ, 10 იანვარს დაიწყებს.

გულშემატკივარს განსაკუთრებით აშფოთებდა კლუბის ფინანსური მდგომარეობა და ცხადია, ეს თემა "ლელომაც" მოიკითხა.

როგორც გორის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ გვითხრა, ქალაქის ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, "დილა" კვლავ ევროტურნირებზე ასპარეზობდეს და საამისოდ გუნდს მხარდაჭერასაც ჰპირდება.

"გვინდა, ისევ შევუწყოთ ხელი გორის "დილას", რათა წარმატებით ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატში და კვლავ მოიპოვოს ევროტურნირის საგზური.

საამისოდ, პირველ ყოვლისა, შევეცდებით, ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა არ შევუქმნათ. ვერ ვიტყვი, რომ კლუბის ბიუჯეტი იმდენივე იქნება, რაც განვლილ წელს, მაგრამ მისი მნიშვნელოვნად შემცირებაც არ მოხდება.

პირველ ეტაპზე "დილა" 250 ათას ლარს მიიღებს, შემდეგ კი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩემპიონატის დარჩენილი ეტაპისთვის საჭირო სახსრებიც გამოვუყოთ"
, - გვითხრა გორის გამგებელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბ -ნო პაპუნა და ბ-ნო ზვიად.როგორც ვიცი გორის დილას თქვენი ყურადღება არ აკლია,მაგრამ ყველა გორელის სახელით ძალიან
გთხოვთ მაქსიმალურად დაიხარჯოთ და გადაწყვიტეთ მიმდინარე წლის დ ი ლ ა ს პრობლემები-სამწუხაროდ ბევრი ავის მსურველი გვყოლია და არ გავახაროთ ისინი.გ ო რ ი ს დ ი ლ ა იყო,ა რ ი ს და ი ქ ნ ე ბ ა
გივი გაგნიძე
09:50 09-01-2014
0
ყოველთვის ჯობია თანხების თაობაზე პრესით არ ისაუბროთ ბატონებო. ისედაც გამათხოვრებულ ქართულ ფეხბურთს ესე ხმამაღლა ნუ დავცინით, რომელ ინვესტორზეა საუბარი სადაც ზემოთ ხსენებულ თანხებზეა საუბარი გუნდისათვის რომელმაც თავისი ხიბლი და ინტრიგა შემოტანა ქართულ ფეხბურთში!!!
puma
23:25 08-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული