"ზუგდიდმა" რუმინელი ნახევარმცველი რობერტ ვულპე და მეკარე მაქსიმე ქვილითაია დაიმატა

AutoSharing Option
გიორგი დარასელიამ "ზუგდიდის" განახლება რომ დაიწყო, ამაზე უკვე ვწერდით. საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ ბევრ მოთამაშეს კონტრაქტი დაუმთავრდა და სხვაგან წასვლა ამჯობინა.

დღეისთვის გუნდში აღარ არიან მეკარეები - ზურაბ მამალაძე და დავით კეკელიძე, აგრეთვე, როინ ონიანი, დათა რიგვავა, მაკარ აქუბარდია, ლევან წურწუმია, ვაკო ტყემალაძე, გიორგი ხუბუა და ირაკლი ეხვაია.

ცნობილი იყო, რომ "ზუგდიდში" რუმინელ ლეგიონერს ელოდნენ. 8 იანვარს მას კლუბის წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში დახვდნენ.

სიახლეები ჩვენმა კოლეგამ, ფრიდონ კერვალიშვილმა გაგვანდო, რომელიც "ზუგდიდის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა:

"ჩვენი ახალწვეული რობერტ ვულპე გახლავთ, რომელიც
22 წლისაა. მან ბოლო სეზონი ლიტვის ჩემპიონატის აუტსაიდერ "ტაურასში" გაატარა და ამ გუნდის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა".

"ვიკიპედიაში" კი ამოვიკითხეთ, რომ რობერტ ლილიან ვულპე 1992 წლის 2 ივლისს, კრაიოვაში დაიბადა. 21 წლის ვულპე ცენტრალური ნახევარმცველია.

სამშობლოში კარიერა ცენტრალურ მცველად დაიწყო. ბავშვობაში ჯიკა პოპესკუს სახელობის კრაიოვას "უნივერსიტატიას" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. პროფესიული კარიერა 2012 წელს რუმინეთის მეოთხე ლიგის კლუბ ოსტროვენის "რეკოლტაში" დაიწყო. იმავე წლის ზაფხულში ვულპე კფარ-საბას (ისრაელი) "ჰაპოელს" შეუერთდა. 2013 წლის ზაფხულში კი ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) "ტაურასში" ჩაირიცხა, რომელიც პირველ დივიზიონში დაქვეითდა.

კერვალიშვილის თქმით, "ზუგდიდში" გააგრძელებს კარიერას ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მეკარე მაქსიმე ქვილითაიაც. კიდევ რამდენიმე ქართველი მოთამაშის "ზუგდიდში" ჩარიცხვის ამბავი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
saidan mogkavt es arafrismtkmeli fexburtelebi,egvipteli ro iko iseti ikneba isic,aba kargi vin giji chamova ak satamashod?
giorgi
12:04 09-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული