"ტორპედოს" აღორძინების დასაწყისი? პრეზიდენტობას დემეტრაძეს სთავაზობენ

AutoSharing Option
ისე ჩანს, რომ ქუთაისის "ტორპედოში" დატრიალებული მოვლენები, მოულოდნელად, კლუბისთვის სასიკეთოდ შემობრუნდა - გუნდის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების (და არა მხოლოდ) ინტერესი იზრდება.

"ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა რევაზ ძოძუაშვილი და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო - მან გუნდში მიიწვია ვალერი აბრამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ზაალ ელიავა და მამუკა ღონღაძე.

შევიტყვეთ, რომ ხაბაროვსკის "სკა ენერგიიდან" საქართველოში ბრუნდება გორის "დილას" ყოფილი თავდამსხმელი ლეონარდო რამოსი, ბრაზილიის სერია B-დან კი ფოთის "კოლხეთის" ასევე ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი ვიტორ როსინი.

კვირის ბოლოს გაირკვევა, ითამაშებს თუ არა გუნდში მილანის "ინტერის" ექსფეხბურთელი
ისა ელიაკვუ
, რომელსაც ნოემბერში ლანჩხუთის "გურიას" სთავაზობდნენ. ეს უკანასკნელი ნიგერიელია, მაგრამ იტალიის პასპორტიც აქვს. ელიაკვუ რამდენჯერმე მოხვდა "ინტერის" განაცხადში, თუმცა მხოლოდ ერთხელ ითამაშა. 2010 წლიდან კარიერა გააგრძელა რუსეთში, სადაც წარმატებები არ ჰქონია...

ვრცელდება ხმები იმის თაობაზეც, რომ ქუთაისურ კლუბს მისი ყოფილი მეპატრონე გია ხურციძე იბრუნებს, ხოლო პრეზიდენტობას საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გიორგი დემეტრაძეს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ ხურციძე "ტორპედოს" მესაკუთრე 2005/06 წლებში იყო. როგორც მან "ლელოსთან" 2012 წლის ნოემბერში განაცხადა, უსაფუძვლოდ დააკავეს და კლუბი ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს. ამიტომ მის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა...

იხილეთ:
გია ხურციძე: ასე ჩამომართვეს ქუთაისის "ტორპედო"

კომპანია "ვისოლი" კლუბიდან საკუთარი სურვილით წავიდა, მაგრამ ჯერ უცნობია, "ტორპედოს" მეპატრონე კვლავ ხურციძე იქნება თუ არა. თუმცა მას და დემეტრაძეს კლუბის სტრუქტურაში მუშაობა რომ შესთავაზეს, ეს ინფორმაცია რევაზ ძოძუაშვილმა დაგვიდასტურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
მანამდე კარგად იყვნენ მიხუისტები სანამ ქართველ ხალხს მიშა არ მოენატროს.მის მომხრეებს თუ ენატრება ჩააკითხონ ამერიკაში მიცემს მიშა გზის ფულს. ძოზუაშვილი დაღუპავს თურმე ქუთაისურ ფეხბურთს და ფხაკაძემ ააღორძინა თურმე სააიდან მოაქვთ ეს ზღაპრები ნეტავი.ცხონებული ყიფოც ეხმარებოდა ალბათ მიხიჩას ამ საქმეში მიტო გახდა 3 ჯერ ჩემპიონი.ყველა მწვრთნელს ასე დაეღუპოს ტორპედო ნეტა.დდ უმადურობას და უნამუსობას საზღვარი არააქვს რა.პლიუს ზრდილობის ნაკლებობას.
qutaiseli
21:50 11-01-2014
0
ცოტა ხანში ეს სირები ისეთ საქართველოში გაცხოვრებენ, მიშა ისე მოგენატრება მინეტის გაკეთებაზე არ იტყვი უარს :) შენით მიხვდები ანუ, ახლა ჯერ ისევ ისეთი *** ხარ
qutaiseli-ს
23:20 11-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული