24 წლის მეკარეს შთამბეჭდავი სტატისტიკა დაუგროვდა: ქუთაისელი ბიჭი 2003-05 წლებში "თბილისის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 2005 წელს კი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, სადაც 8 სეზონში 155 შეხვედრა ჩაატარა.
გუნდის შემადგენლობაში გახდა საქართველოს ჩემპიონი (2-ჯერ), ეროვნული თასის და სუპერთასის (ორჯერ) მფლობელი.
იყო საქართველოს 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების უცვლელი პირველი ნომერი, ორჯერ ეროვნული გუნდის ფორმაც მოირგო. გერმანული სატრანსფერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" კვასხვაძის შესაძლო ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 700 ათას ევროს ასახელებდა, მაგრამ
შევიტყვეთ, რომ ბოლო დრომდე კვასხვაძეს თბილისის "დინამოსთან" ჰქონდა მოლაპარაკება, თუმცა ქუთაისელები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, "ტორპედოში" ვიხილოთ. ჯერ კი მაინც უცნობია, როინი კარიერას სად გააგრძელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"