როინ კვასხვაძე "ზესტაფონს" დაემშვიდობა, სად ითამაშებს ნაკრების მეკარე?

AutoSharing Option
ბოლო დროს აგორებული ხმები როინ კვასხვაძემ თავად დაადასტურა: ის "ზესტაფონს" და მის გულშემატკივარს დაემშვიდობა.

24 წლის მეკარეს შთამბეჭდავი სტატისტიკა დაუგროვდა: ქუთაისელი ბიჭი 2003-05 წლებში "თბილისის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, 2005 წელს კი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, სადაც 8 სეზონში 155 შეხვედრა ჩაატარა.

გუნდის შემადგენლობაში გახდა საქართველოს ჩემპიონი (2-ჯერ), ეროვნული თასის და სუპერთასის (ორჯერ) მფლობელი.

იყო საქართველოს 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების უცვლელი პირველი ნომერი, ორჯერ ეროვნული გუნდის ფორმაც მოირგო. გერმანული სატრანსფერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" კვასხვაძის შესაძლო ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 700 ათას ევროს ასახელებდა, მაგრამ
ახლა კვასხვაძე თავისუფალი აგენტია, რადგან "ზესტაფონთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და მის მსურველ კლუბს თეთრის გადახდაც არ მოუწევს.

შევიტყვეთ, რომ ბოლო დრომდე კვასხვაძეს თბილისის "დინამოსთან" ჰქონდა მოლაპარაკება, თუმცა ქუთაისელები ამტკიცებენ, რომ შესაძლოა, "ტორპედოში" ვიხილოთ. ჯერ კი მაინც უცნობია, როინი კარიერას სად გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დააბრუნეთ ზესტაში!
1111
12:02 10-01-2014
0
კვასხვაძე საუკეთესო მაკარეა,ვფიქრიბ,ზესტაფონი არ უნდა შელეოდა.მასზე არც ერთი გუნდი იტყვის უარს.ვუსურვებ წარმატებებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდას.რომელიც ევროპის სახელოვან გუნდებში თამაშს იმსახურებს.თუმცა მე მაინც გული მწყდებაროგორც ზესტაფონის ქომაგს,მგონია ჩვენს გუნდსის ამშვენებდა
fexburtis moyvaruli
19:10 10-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული