ყოველ შემთხვევაში, ზამთრის პაუზამდე დარჩენილ დროში "სპარტაკმა" სამი შეხვედრა მოიგო და ბოლო ადგილსაც თავი დააღწია და საერთოდაც, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსიც შეინარჩუნა.
მეორე ეტაპისათვის მზადება კი "სპარტაკმა" 8 იანვარს დაიწყო: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით გუნდი ჯერჯერობით თბილისში, "ბენდელას" სტადიონზე ემზადება.
როგორც "სპარტაკის" პრესატაშემ, დავით ცაბაძემ გვითხრა,
ახლა კი გუნდში მომხდარ ცვლილებებზე; უპირველესად ის უნდა ვთქვათ, რომ თბილისის "დინამოდან" ცხინვალის "სპარტაკში" განათხოვრებული გიორგი თექთურმანიძისა და ნიკა კვეკვესკირის საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. ადრევე იყო ცნობილი, რომ მშობლიური ქალაქის, რუსთავის გუნდში ("მეტალურგში") გააგრძელებდა კარიერას "სპარტაკის" ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ვარლამ კილასონია, რომელსაც 21 წელი 9 იანვარს შეუსრულდა.
კილასონიას გარდა, "სპარტაკი" დატოვეს მცველებმა, 23 წლის ლევან თვალავაძემ და 22 წლის დავით მეგრელიშვილმა; აგრეთვე, 20 წლის ნახევარმცველმა გიორგი ნარიმანიძემ და 24 წლის ცენტრფორვარდმა ვახტანგ ფანცხავამ. მეორე ეტაპზე "სპარტაკში" აღარ ითამაშებენ ლეგიონერები, 22 წლის არტურ გაძაოვი და 20 წლის დავით ნანიევი (ამპლუით ორივე ნახევარმცველია).
აი, რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მათი უმეტესობა გუნდის დუბლშემადგენლობიდან დააწინაურეს; "ცნობადი სახეებიდან" კი 23 წლის ლევან კაკუბავა და 24 წლის დავით მაისაშვილი უნდა ვახსენოთ, - ორივე უკანახაზელმა პირველი ეტაპი რუსთავის "მეტალურგში" გაატარა.
სხვათა შორის, კაკუბავას თბილისის "დინამოში", კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, არაერთი მატჩი ჩაუტარებია და გარკვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთელისა და მწვრთნელის თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.
ასევე, კვლავაც უნდა ველოდოთ "სპარტაკში" ახალწვეულების გამოჩენას; მანამდე კი კიდევ ერთი სიახლის შესახებ, რომელიც "სპარტაკის" ყოვლისმცოდნე პრესატაშემ, დავით ცაბაძემ სიხარულითა და სიამაყით გვამცნო: ცხინვალელთა გუნდს ამიერიდან სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ცნობილი ფირმა Macron-ი შემოსავს! თურმე, ნუ იტყვით და, ეს ფირმა ისეთ ცნობილ საფეხბურთო კლუბებს მოსავს, როგორებიცაა: "ნაპოლი", "ლაციო", "მონაკო", "ასტონ ვილა", "ალკმაარი", "ბრაგა", "ბეტისი ", "მალიორკა"...
სხვათა შორის, სწორედ Macron-ის მაისურებით ასპარეზობს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"