გია გეგუჩაძის პირველი ვარჯიში "ზესტაფონში" ახალი წლის შემდეგ [PHOTO]

AutoSharing Option
2014 წლის 10 იანვარს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა.

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა.

საახალწლო არდადეგების შემდეგ გუნდი თბილისში შეიკრიბა - 8 და 9 იანვარს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "სიტი-სპორტში" ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს...

ზესტაფონი გუნდს ზამთრისათვის უჩვეულოდ მზიანი ამინდით შეეგება და საახალწლო პაუზის დროს ფეხბურთს მონატრებული ადამიანების განწყობაზე დადებითად ამ გარემოებამაც იმოქმედა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს თავის კიდევ ერთი ასისტენტი კახა
ჩხეტიანი
წარუდგინა.

10 იანვარს დღე ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - დაახლოებით ნახევარსაათიანი "კროსის" შემდეგ, ფეხბურთელები ივან ვუჩეტიჩმა "დაისაკუთრა" და ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე გაამახვილებინა. ბურთთან მუშაობას კი მხოლოდ ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი დაეთმო.

თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველად ივარჯიშეს ზემოიმერული კლუბის ახალწვეულებმა: გიორგი გურულმა, დიმიტრი ტატანაშვილმა, დავით კუპატაძემ, ნიკა საბანაძემ, ზაზა ჭელიძემ, გიორგი კუხიანიძემ და გიორგი ფანცულაიამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

აქვე გეტყვით იმასაც. რომ გრიგოლ დოლიძე, თეიმურაზ ღონღაძე, იგორ იელიჩი, რენე ფერეირა დოს სანტოსი და ნაემეკა აჯურუ სავარჯიშო პროცესს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

აქვე მოგახსენებთ, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგები დატოვეს გიორგი ადამიამ, ილია კანდელაკმა, ბორისლავ ტერზიჩმა და ალექსანდრე გურულმა. რაც შეეხება ლევან კუტალიას, მას მარგველებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუმთავრდა.

11 იანვრიდან გია გეგუჩაძეს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს.

წყარო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით. წარმატებები
1111
13:47 11-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული