რევაზ ძოძუაშვილი: მზად ვართ ქართული ფეხბურთის ომში ჩასაბმელად!

AutoSharing Option
ზამთრის არდადეგების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" განახლებული შემადგენლობით დაიწყო მზადება. ცნობილია, რომ ქუთაისურ გუნდს ამიერიდან რევაზ ძოძუაშვილი გაწვრთნის, ვინც "ტორპედოს" დამრიგებელი 1978, 1988-89, 2001-02 და 2006 წლებშიც იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა კლუბმა უკანასკნელად ქვეყნის ჩემპიონობა სწორედ მისი თავკაცობით მოიპოვა (2002 წელს).

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 10 იანვარს, საწვრთნელ ბაზაზე გამართულ 2014 წლის პირველ ვარჯიშში, რომელმაც ადგილობრივ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, "ტორპედოს" ძველი კონტინგენტიდან მხოლოდ რამდენიმე დუბლიორმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობა კი მოედანზე სინჯებზე მყოფი ფეხბურთელები გახლდნენ.

გუნდის შემადგენლობასთან ერთად მიმდინარეობს კლუბის მთლიანი პერსონალის
დაკომპლექტებაც. აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება.

Sportall.Ge

ვარჯიშის შემდეგ სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ "ტორპედოს" ახლადდანიშნულ მთავარ მწვრთნელს.

"რასაკვირველია, ქუთაისი ჩემი ქალაქია და ყოველთვის არავისზე ნაკლები ქუთაისელი კაცი არ ვარ. ჩემი ცხოვრების პირამიდა აქედან იწყება და მიმაჩნია, რომ რაც უნდა ბევრი ვაკეთოთ, ქუთაისის წინაშე ვალს ვერასდროს ვერ გადავიხდით.

უფლება არ მქონდა, რომ ობლად დარჩენილ გუნდში მოსვლაზე უარი მეთქვა და ის შემოთავაზება, რაც გულშემატკივრებმა მომცეს, არ მიმეღო. პირველი ზარი სწორედ მათი მხრიდან იყო და მთხოვეს, რომ რამენაირად დავხმარებოდი ამ ქალაქს.

მოგეხსენებათ, ეს ჩემი პირველი ხელის შევლება არ იქნება "ტორპედოზე", აქამდეც არაერთხელ მოვსულვარ გაჭირვების პერიოდში ქუთაისში და რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.

დღეის მდგომარეობა ისეთია, რომ თავისუფლად შეიძლება ევროპაშიც გავიდეთ და ასევე, არაა გამორიცხული უმაღლესი ლიგიდანაც გავვარდეთ. ამიტომ რთული სიტუაციაა, პროფესიონალური თვალსაზრისით, სახარბიელო აქ არაფერია, რადგან სასწორზე ვდგავართ.

დაინახეთ დღეს, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმაში გუნდის მშენებლობისთვის და ფუნდამენტის ჩაყრა უკვე დაიწყო. იმ სიმდიდრეს, რაც არის საწვრთნელ ბაზაზე, ყველანაირად გამოვიყენებთ ფეხბურთელებისთვის, თუმცა მეორეა მატერიალური მხარე.

ეროვნული ნაკრების ბევრი ყოფილი ფეხბურთელია ისეთი, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს კლუბში თამაშის, მაგრამ ეს ყველაფერი არის ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული. თუ ამის პირობა იქნა, ქუთაისელი გულშემატკივრები ნახავენ ისეთ ფეხბურთელებს, ვისაც წარსულში არაერთი კარგი დამსახურება აქვთ.

ჩემს ირგვლივ იქნებიან ისეთი პიროვნებები, რომელთაც დიდი პრაქტიკა აქვთ გამოვივლი და ეჭვი არ მეპარება, რომ მათი ცოდნისა და ყურადღების გამოვლინებით ბევრს შეშურდება საქართველოში ასეთი პედაგოგიური მიდგომის.

თუ ჩვენს ოსტატობასა და საქმისადმი დამოკიდებულებას მყარი მატერიალური მდგომარეობაც დაემატება, სასურველ შედეგს მივიღებთ. ყველამ იცოდეს, რომ თუ ქუთაისის "ტორპედოში" ვინმეს ჩარიცხვა უნდა, იგი აქ მოდის საომრად. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ ქართული ფეხბურთის ომში მონაწილეობის მისაღებად.

Sportall.Ge

რაც შეეხება ზამთრის შეკრებას, ახლა ისეთ დღეში ვართ, რომ სეზონის განახლებამდე ერთი კვირით ადრეც შეიძლება მოსამზადებელი ეტაპი გვქონდეს. ეს საკითხიც ნორმალურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, თუ ის გვექნება, მაშინ სხვა ქალაქში გავივლით შეკრებას, თუ არა და, მადლობელი ვიქნები, თუ ბაზაზეც მოხერხდება აღნიშნული პროცესი.

მოგეხსენებათ, "ტორპედოს" ყოფილმა სპონსორმა კომპანია "ვისოლმა" მისი წასვლის შემდეგ კლუბისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა დატოვა ქალაქის მერიის ანგარიშზე და "ტორპედოს" ბიუჯეტის დადგენას ჩვენ სწორედ მათგან ველოდებით",  - განაცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა.

წყარო: fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძოძუაშვილი სადაური მწვრთნელია სადაც იყო ვერაფერი ვერ გააკეთა ვერასოდოს
დათო
12:54 11-01-2014
0
ნახქვთ მაგის ომს ცოტახანში
Asprilia
14:22 11-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული