ამის შესახებ ცნობილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან გახდა.
13 იანვარს დინამოელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, სამედიცინო შემოწმება გაიარა გიორგი რეხვიაშვილმაც.
"დინამოს" უცხოელი ფეხბურთელები გუნდს 16 იანვრიდან შეუერთდებიან.