"კონტრაქტი დამიმთავრდა და რაღაც ვარიანტები მართლაც შემომთავაზეს, მაგრამ მზადება ისევ "დილაში" დავიწყე და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ზაფხულამდე გორში დავრჩები", - ამბობს ხიზანეიშვილი.
გამოცდილი მცველის აზრით, გორელებმა საშემოდგომო ეტაპი წარმატებით ჩაატარეს:
"ევროპალიგის შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, წავიდნენ მთავარი მწვრთნელი და ლიდერები - ილურიძე და გვალია. ცხადია, ამან ჩვენზე გავლენა მოახდინა და პატარა ჩავარდნაც გვქონდა.
მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი სეზონი გვქონდა. იმ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"