ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს - ვალერი ბოლქვაძემ უექიმოდ იმკურნალა

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ გავრცელდა ხმები "ზუგდიდის" შესაძლო ახალწვეულებთან დაკავშირებით. რამდენიმე ცნობილ მოთამაშეს შორის, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი ვალერი ბოლქვაძეც დაასახელეს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ტყუილი გამოდგა, რაც "ლელოს" ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ უთხრა.

მაგრამ ექსტორპედოელი ნახევარმცველი სხვა მხრივ გახდა საყურადღებო...

ის ქუთაისურ კლუბში 2012 წელს ჩაირიცხა და 30 ოფიციალურ მატჩში 2 გოლი გაიტანა. შარშან, გაზაფხულზე, სეზონის მიწურულს, ბოლნისის "სიონთან" შეხვედრისას (სხვათა შორის, გიორგი ონიანთან ერთად) ტრავმა მიიღო - ჯვარედინი იოგები გაუწყ
და, ივნისში კი ქუთაისის "ტორპედოსა" და ნახევარმცველს შორის კონტრაქტი შეწყდა და ფეხბურთელი ბედის ანაბარა დარჩა.

არადა, ჯვარედინი იოგების ტრავმისგან თავის დახსნა ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ მკურნალობას საჭიროებს. უგუნდოდ დარჩენილ 25 წლის მოთამაშეს სხვა გზა არ ჰქონდა და რეაბილიტაციის გეგმა თავად, ექიმებთან შეთანხმებით შეიმუშავა. ხორვატიაში კი "ტორპედოს" ფიზმომზადების ყოფილ მწვრთნელ ივო კატუშიჩს ეხმიანებოდა, რომელიც რჩევებს აძლევდა.

გასაოცარია, მაგრამ ბოლქვაძემ საკუთარი მეთოდით მკურნალობის პროცესი წარმატებით დაასრულა და უკვე ორი თვეა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

როგორც გვითხრა, კუნთებში ძალა აღუდგა, რთულ ვარჯიშებზეც გადავიდა და უკვე გუნდთან ერთად მოსამზადებლადაც მზადაა. ეგ არის, რომ ჯერ ისევ უგუნდოდაა, არავინ შეხმიანებია.

ბოლქვაძის თვითმკურნალობა უნიკალური შემთხვევაა. ასეთი რამ საქართველოში თუ მოხდებოდა. იმის მაგალითიც არის - როგორ უნდა უყვარდეს ფეხბურთელს თავისი საქმე, რომ უსახსროდ, უყურადღებოდ (რაც ცალკე პრობლემაა) და უექიმოდ დარჩენილი ასეთ რთულ ტრავმას მოერიოს.

საცოდაობაა, ფეხბურთზე ასე შეყვარებული კაცი რომ დაიკარგოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მჯერა, დაგიფასდება ყოველივე და ძალიან მალე შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული ბაჩკა!
aka
14 იანვარი 2014 21:20
0
sagol,aset fexburtels unda sce pativi,ise ra sacodaobaa qartul fexbutshi...
ramashka
14 იანვარი 2014 18:56
0
ვალერის ვულოცავ გამოჯანმრთელებას! მსგავს მკურნალობას 10 წელია ვეწევი ჩემი მეთოდით და ვცდილობ ფეხბურთელების დარწმუნებას, რომ ოპერაცია ყოველთვის არ არის აუცილებელი. კიდევ უფრო აუცილებელია პროფილაქტიკა, რომელსაც ჩემი მეთოდით ვატარებ და მენისკის პრობლემა აღარ არსებობს. ფედერაციაში ეს ყველაფერი იციან, მაგრამ გახმაურებას არ ჩქარობენ.
guja_kakhadze
14 იანვარი 2014 18:16
0
ჯრუანტელმა გამიარა აუ როგორ გამხიარდა ასეთი დავდადება შენ გაგახაროს ღმერთმა და კარგ გუნდში მოხვედრილიყავი ეხურმები შენ იოგების ასე მკურნალობას ; )))
gio
14 იანვარი 2014 14:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული