მერაბ ჟორდანიამ ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ბოლო დროს ქუთაისის "ტორპედოში" მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, გულშემატკივრებში გავრცელებული ხმები, თითქოს კლუბის შეძენას არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

იხილეთ: ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვა მერაბ ჟორდანიას უნდა?!

ამის შესახებ მერაბ ჟორდანიამ ჟურნალისტ ელენე ბილიხოძეს სატელეფონო საუბარში განუცხადა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნას და გიორგი დემეტრაძის ფეხბურთში დაბრუნებას.

ჟორდანიამ გამოთქვა მზადყოფნა, მათ პრობლემების გადაჭრაში კონსულტაციით დაეხმაროს.

"ბატონი მერაბ ჟორდანია ფეხბურთში გიორგი დემეტრაძის დაბრუნებას და "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნას მიესალმება და
მზად არის, კონსულტაციის სახით მათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

ამასთან, ბატონმა მერაბ ჟორდანიამ დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი მხრიდან ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება",
- დაწერა ელენემ თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯორდანია სულელი ხომ არ არის საკუთარი ფული ჩადოს ფეხბურთშიçდა საერთოდ ქართველები საკუთარ ფულს არ დებენ საქმეში ისინი მხოლოდ იპარავენş
gaga
19:27 14-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული