ორივე რუსეთიდან იყო და ორივე 19 წლის - "ხიმკის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი მარკ გოლიხინი და კიშინიოვის "დაჩიაში" ნათამაშები ოსი თავდამსხმელი რუსტან ხუდიევი.
"შუქურას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ გვითხრა, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ მხოლოდ ერთი მათგანის დატოვება გადაწყვიტა:
"გოლიხინი დარჩება, ხუდიევმა კი ჩვენი იმედები ვერ გაამართლა და სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"