I ლიგა: ქობულეთის "შუქურამ" რუსი ლეგიონერი დაიტოვა

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ ვწერდით, რომ "შუქურაში" რამდენიმე ახალწვეული დაიმატეს, ორი ლეგიონერი კი სინჯებზე მიიწვიეს.

ორივე რუსეთიდან იყო და ორივე 19 წლის - "ხიმკის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი მარკ გოლიხინი და კიშინიოვის "დაჩიაში" ნათამაშები ოსი თავდამსხმელი რუსტან ხუდიევი.

"შუქურას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ გვითხრა, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ მხოლოდ ერთი მათგანის დატოვება გადაწყვიტა:

"გოლიხინი დარჩება, ხუდიევმა კი ჩვენი იმედები ვერ გაამართლა და სხვა კლუბის მოძებნა მოუწევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული