I ლიგა: "საბურთალო" დასკვნით მოსამზადებელ ციკლს თურქეთში გაივლის

AutoSharing Option
პირველი ლიგის ბინადარი "საბურთალო" "ბენდელას" სტადიონზე ვარჯიშობს. გუნდი შეკრების მეორე ეტაპს 20-25 იანვარს, კლუბის აკადემიაში დაიწყებს, ხოლო 2 თებერვლიდან დასკვნით მოსამზადებელ ციკლს თურქეთში გაივლის.

სამეზობლოში გამგზავრებამდე "საბურთალოს" სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი: 18 იანვარს "ბენდელას თასზე" მარნეულის "ალგეთს" შეხვდება, 25-ში - აზერბაიჯანულ "ქარდაგთან" მოსინჯავს ძალებს, ხოლო 31 იანვარს რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება.

თურქულ შეკრებას რაც შეეხება, თემურ შალამბერიძის გუნდი იქ 5, 8, 12, 15, 18 და 21 იანვარს ითამაშებს. სავარაუდო მეტოქეები არიან ბულგარეთის უმაღლესი და მეორე ლიგის გუნდები - "ბეროე", "მონტანა" და
"ბანსკო".

საბურთალოელები უკრაინის ჩემპიონატის პირველლიგელ "ოლექსანდრიასა" და ყაზახეთის წარმომადგენელ "კასპსთანაც" ისპარინგებენ. კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული