"ზესტაფონის" კიდევ ერთი ახალწვეული თორნიკე კაპანაძეა

AutoSharing Option
"ზესტაფონს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - მარგველთა ახალწვეული 21 წლის თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძეა, რომელსაც "სამტრედიის", წყალტუბოს "სამგურალისა" და ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში უასპარეზია.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, კაპანაძე "ზესტაფონის" ღირსებას მომდევნო 2,5 წლის მანძილზე დაიცავს.

უნდა ითქვას, რომ ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავი ევროკომპანიაში ისახელა - "ჟილინასთან" სლოვაკეთში ფრედ (3:3) დასრულებულ შეხვედრაში თორნიკემ ორჯერ მოახერხა სლავთა კარის აღება.

რაც შეეხება ეროვნულ ასპარეზზე მის მონაგარს, ქუთაისელთა მაისურით ფეხბურთელმა 17 შეხვედრა ჩაატარა და თავი 6 გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

მარგველთა ახალწვეული უკვე
შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად ივარჯიშა კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული