16 იანვარს, დილით, ზესტაფონელებმა ისევ ქალაქის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის დახურულ დარბაზში ივარჯიშეს, საღამოს კი გუნდმა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავა - სპორტსმენები თავიდან დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთნენ, შემდეგ კი მათ დათოვლილ მინდორზე გადაინაცვლეს და ვარჯიში ფეხბურთისათვის ესოდენ უჩვეულო ვითარებაში განაგრძეს.
16 იანვარს სავარჯიშო პროცესს გრიგოლ დოლიძე და ნაემეკა აჯურუ შეუერთდნენ. სამშობლოში გაკეთებული ოპერაციისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა გუნდის სერბი ლეგიონერი
იმერელთა სამწვრთნელო შტაბს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უამინდობამ გია გეგუჩაძეს გეგმები შეაცვლევინა - ზესტაფონელთა თავკაცმა გუნდს შაბათამდე დასვენების საშუალება მისცა...
აქვე მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კლუბის რიგები დატოვა ალჟირელმა ფორვარდმა მოჰამედ რეკრუკმა. "ზესტაფონში" აღარ იასპარეზებს ბოლო წლებში გუნდის უცვლელი გოლკიპერი და კაპიტანი როინ კვასხვაძეც - მას ჩვენს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუსრულდა.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
წყარო: fczestafoni.ge