გია გეგუჩაძე "ზესტაფონში" რევაზ გეწაძესაც იმატებს

AutoSharing Option
შუასასეზონო პერიოდში "ზესტაფონმა" მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა - გია გეგუჩაძის გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა, ზოგმაც სხვა გუნდს მიაშურა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ზესტაფონი" კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდება - როგორც შევიტყვეთ, კლუბი და რევაზ გეწაძე ახლოს არიან იმასთან, რომ კონტრაქტი გააფორმონ. სანდო წყაროს ცნობით, გეწაძემ "ზესტაფონში" უკვე ივარჯიშა კიდეც.

ის 29 წლისაა, შემტევი შუახაზელია, თამაშის ფლანგიდან გამწვავება ეხერხება, კარგი და ძლიერი დარტყმაც აქვს.

ბოლო წლებში გეწაძე რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, თავის დროზე იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც. მისი ზესტაფონური ტრანსფერი დღე-დღეზე უნდა
გადაწყდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული