მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ეს როდემდე გაგრძელდება...
ასევე გაურკვევლობაშია ტრანსფერზე დაყენებული კიდევ ერთი ფეხბურთელი - ელგუჯა გრიგალაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი "დინამომ" 200 ათას დოლარად შეაფასა.
ფეხბურთელი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ მის ტრანსფერს რომელიმე კლუბი გამოისყიდის.
ცხადია, გრიგალაშვილს ასეთი კლუბი საქართველოში არ ეგულება და მოლაპარაკებები
შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია გუნდის ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძე, რომელმაც "დინამოსთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ახლა ფიქრობს, შეთავაზებული ვარიანტებიდან რომელი ამჯობინოს.
"ლელოსთან" საუბრისას მან უარყო ხმები"ზესტაფონში" გადასვლის თაობაზე.
"ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდში ვითამაშებ. რაც შეეხება "ზესტაფონში" გადასვლასთან დაკავშირებულ ხმებს, ეს ისეთივე ჭორია, როგორც მანამდელი - თითქოს ქუთაისის "ტორპედოში" ან ბოლნისის "სიონში" რომ უნდა მეთამაშა.
საქართველოში დარჩენა არ მინდა, წინადადებებს უცხოეთიდან ველოდები და მალე ყველაფერი მეცოდინება", - ამბობს ხმალაძე.
ასევე უცნობია გივი კვარაცხელიას ახალი კლუბის სახელი. ის, რომ მას საჩხერის "ჩიხურა" იწვევს, არ ნიშნავს, რომ გამოცდილი მცველის საქმე მოგვარებულია. კვარაცხელია ჯერაც ფიქრობს, სად გააგრძელოს კარიერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"