ხმელთაშუა ზღვის კარგად ნაცნობ ანატოლიურ სანაპიროზე საქართველოს ორგზის ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
მარგველები ანტალიიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "Susesi Luxury Resort"-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმრო კომპლექსის სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, ღია და დახურული აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი...
"Susesi Luxury Resort"-ში დაბინავებულ საფეხბურთო გუნდებს უეფას სტანდარტების შესაბამისი 3 მოედნითა და ოდნავ მცირე ზომის 1 სავარჯიშო მინდვრით შეუძლიათ ისარგებლონ. ბოლო წლებში სწორედ
თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ქალაქ ტირგი ჟიუს საფეხბურთო კლუბ "პანდურიის" წინააღმდეგ გამართავს. რუმინეთის ვიცე-ჩემპიონთან იმერელთა დაპირისპირება 4 თებერვალს გაიმართება.
თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 7 თებერვალს ჩაატარებენ. ამჯერად მათი მეტოქე ჩეხური ფეხბურთის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი "პრშიბრამი" (ყოფილი პრაღის "დუკლა") იქნება.
ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება. ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ანატოლიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები ოდესის "ჩერნომორეცის" წინააღმდეგ გამართავენ. უკრაინელებთან მატჩი 13 თებერვალსაა დანიშნული, ხოლო წლევანდელი თურქული "ვოიაჟის" დასკვნითი, მეხუთე სპარინგი 16 თებერვალს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ "ტურნოვოსთან" მოსინჯავენ ძალებს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური