დებულების თანახმად, მერვედფინალები და მეოთხედფინალი 2-მატჩიანი სერიებით გაიმართება, ხოლო საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალს ითამაშებს და ნახევარფინალები და ფინალი თითო მოგებამდე იქნება. დღეს ოლიმპიურ სასახლეში სამი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში დინამომ "ა" ლიგაში წლეულს გადმოსული სპორტის უნივერსიტეტის გუნდი "სპორტუნი" 110:55 (სტატისტიკა) დაამარცხა, რითაც მეოთხედფინალის საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდა. სერიის მე-2 მატჩში დინამოელებმა 55-ქულიან სხვაობაზე მეტით
მეორე წყვილშიც უმაღლესლიგელი "ა" ლიგის წარმომადგენელს შეხვდა. "ოლიმპმა" 101:62 დაამწუხრა "ზესტაფონი". ეს გახლავთ ის გუნდი, რომელიც გასულ სეზონში "აფხაზეთის" სახელით გამოდიოდა. ზესტაფონელებმა პირველი პერიოდი 16:14 მოუგეს სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს, თუმცა შემდეგ ძალამ აღმართი მოხნა. ოლიმპელებმა საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და მეტოქე წელში მალევე გატეხეს. საბოლოოდ ოლიმპელებმა სერიის მეორე მატჩის წინ 39-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 101:62 (სტატისტიკა).
თასის გათამაშების დღეს გამართულ ბოლო შეხვედრაში "ტიტებმა" თანასუპერლიგელი "ქუთაისი" საკმაოდ იოლად - 78:55 დაამარცხა, რითაც ფაქტობრივად, თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო, მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართება.
27 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის კიდევ 3 მატჩი გაიმართება: "მეგა ბასკეტი" - "ვერა", "ცხუმ-აფხაზეთი" - "რუსთავი" და "მგზავრები" - "კაკტუსი".
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით