ჯერჯერობით ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბი 28 იანვარს - პოლონურ "პოდბესკიძიეს", 31 იანვარს - ხორვატიულ "ჰაიდუკს" , 3 თებერვალს - ჩეხეთის "მლადა ბოლესლავს", 6 თებერვალს კი - უკრაინულ "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდება.
"დინამო" თურქეთში კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს ჩაატარებს, ოღონდ მეტოქის ვინაობა, ალბათ, ადგილზე გაირკვევა.
თურქულ შეკრებაზე კი "დინამო" ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები:
მცველები: დავით კვირკველია, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი ხიდეშელი, დავით ხურცილავა, ოთარ კაკაბაძე, ლაშა შერგელაშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი მერებაშვილი, ირაკლი ძარია, გიორგი პაპავა, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, დარკო გლიშიჩი, დორიან გოგა;
თავდამსხმელები: ჩისკო, პატრიკ ვუო, ირაკლი მოდებაძე, ნიკა დიასამიძე.
"დინამო" ანტალიაში პრესტიჟულ სასტუმროში (Titanik delux Belek) იცხოვრებს.
* * *
თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე "დინამომ" 2014 წლის პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა: მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილი გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე "ვიტ ჯორჯიას" წაესპარინგა და 2:1 მოიგო.აღსანიშნავია, რომ მალხაზ ჟვანიას მსგავსად, "ვიტ ჯორჯიას" მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემაც ორივე ტაიმში განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე.
"დინამო" (პირველი ტაიმი): ლორია - კაკაბაძე, გველესიანი, ხიდეშელი, კვირკველია - გორგიაშვილი, ძარია, გოგა - ჩისკო, ვუო, ნ. დიასამიძე.
"დინამო (მეორე ტაიმი): დაუშვილი - ხურცილავა, რეხვიაშვილი, პაპავა, შერგელაშვილი - გლიშიჩი, ცინცაძე, ს. ლობჟანიძე - პაპუნაშვილი, მოდებაძე, მერებაშვილი
"ვიტ ჯორჯია (პირველი ტაიმი): შეროზია - საბაძე, გეთიაშვილი, ლ. ღონღაძე, მჭედლიშვილი - წყაროზია, დავლაშელიძე - კორიფაძე, ღიბრაძე, სიჭინავა - ე. ლობჯანიძე.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ჩალიგავა, ჩიტიშვილი, კალანდია, გახარია, დემეტრაშვილი, ჯამარიშვილი, კურდღელაშვილი, კიკნაძე, კვირკვია, ხვისტანი, კუხალეიშვილი.
...ამ სპარინგ-მატჩში პირველი გოლი მე-16 წუთზე გავიდა, როცა დინამოელთა შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა, ჩისკომ მარჯვენა ფლანგიდან სტანდანტული ზუსტად შეასრულა და მეტოქის საჯარიმოში გიორგი გველესიანმაც ახლო მანძილიდან ბურთი "ვეტერინართა" კარში გადაგზავნა.
პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, არადა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა; განსაკუთრებით კი, პატრიკ ვუოს მომენტები უნდა აღინიშნოს, თუმცა "დინამოს" კოტდივუარელმა ცენტრფორვარდმა ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ვერ იხეირა.
შესვენების შემდეგ "ვიტ ჯორჯიამ" მალე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება: ინდივიდუალური გარღვევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა "ვეტერინართა" ერთობ საინტერესო ცენტრფორვარდმა, 21 წლის ელგუჯა ლობჯანიძემ. თუმცა სამიოდ წუთში "დინამომ" კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და როგორც მერე გაირკვა, თურმე, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საგოლე შეტევა საბა ლობჟანიძემ წამოიწყო, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გარღვევაზე გიორგი მერებაშვილი გაიყვანა, ამ უკანასკნელის გამჭოლ გადაცემას კი ირაკლი მოდებაძის ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმა მოჰყვა.
სხვათა შორის, 19 წლის საბა ლობჟანიძე ერთობ აქტიურად ჩაერთო თამაშში. პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი "დინამო 2"-დან ძირითად გუნდში შემთხვევით რომ არ დაუწინაურებიათ, "ვიტ ჯორჯიასთან" სპარინგ-მატჩმაც დაამტკიცა.
მიკროტრავმის გამო საკონტროლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ვიტ ჯორჯიას" აწ უკვე ყოფილ კაპიტანსა და ამჟამად "დინამოს" ფეხბურთელს გიორგი ჯანელიძეს; აი, რაც შეეხება დინამოელთა ესპანელ ლეგიონერს უსტარიცს, ეს ცენტრალური მცველი კვლავაც ტრავმირებულია და გუნდს ვერც თურქულ შეკრებაზე გაჰყვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"