ცხინვალის "სპარტაკი" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
30 იანვარს ცხინვალის "სპარტაკი" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და კახა კაჭარავას გუნდი მეორე ეტაპისათვის მზადებას ამჯერად უკვე ანტალიაში გააგრძელებს.

"სპარტაკი" ანტალიაში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა:

მეკარეები - გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი, შოთა გოგიაშვილი; მცველები - ლევან ჭაფოძე, ნიკა მგელაძე, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ლევან ქურდაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ბაჩანა მოსაშვილი; ნახევარმცველები - თეიმურაზ შონია, გიორგი თექთურმანიძე, ლაშა პარუნაშვილი, უჩა ბურძენაძე, თორნიკე თუხარელი, გივი იოსელიანი, გიორგი ცერცვაძე, გიორგი გაგნიძე, ვაკო ტყემალაძე; თავდამსხმელები - ზვიად მეტრეველი, ირაკლი ეხვაია, ლაშა ჩაფიძე, ლაშა კემუხტაშვილი, თამაზ მაქაცარია.

"სპარტაკი"
ანტალიაში სასტუმრო "რამადაში" დაბინავდება და უკვე ცნობილია ოთხივე სპარინგ-პარტნიორის ვინაობაც.

4 თებერვალს "სპარტაკი" რუმინულ "კორონას" დაუპირისპირდება, 6 თებერვალს - სერბულ "დონი სრემთას", 8 თებერვალს - მაკედონიურ "რაბოტნიჩკის", 10 თებერვალს კი - ჩინურ "გრინთაუნს".

"სპარტაკი" სამშობლოში 12 თებერვალს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული