"ქუთაისის "ტორპედოს" ზოგიერთი ფეხბურთელი "ლოკომოტივს" დაუბრუნდა, ნაწილი "ზესტაფონში" გადავიდა, მათე ცინცაძე კი "დინამომ" აიყვანა.
მე საქართველოში დარჩენა არ მსურდა და ამის გამო არ გავაფორმე ხანგრძლივი კონტრაქტი. ველოდებოდი პასუხებს პოლონური და უნგრული კლუბებისგან, მაგრამ "ტორპედოში" ვითარება ისეთ დროს შეიცვალა, რომ უცხოეთში წასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
რუსთავის "მეტალურგთან" 6-თვიან კონტრაქტს გავაფორმებ. სხვათა შორის, გუნდი მომეწონა, ნიჭიერი ბავშვებიც არიან, გამოცდილი ფეხბურთელებიც გვყავს და ვარლამ კილასონიას სავარჯიშო
იმედია, ევროპაში მაისის შემდეგ მაინც წავალ", - ამბობს გიგაური.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი 2010-11 წლებში პოლონეთის ექსტრაკლასას "იაგელონიაში" გამოდიოდა, რის შემდეგაც "ტორპედოს" დაუბრუნდა.
გიგაურს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, შარშან კი, დანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, ეროვნული გუნდის ფორმაც მოირგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"