ქუთაისის "ტორპედომ" პირველლიგელებთან ორი მატჩი გამართა და ორივე წააგო

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო დღეებში ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა 29 იანვარს საღორიას საწვრთნელ ბაზაზე პირველი ლიგის A ზონის ლიდერ ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და 0:1 წააგო.

ეს ერთადერთი გოლი თამაშის 22-ე წუთზე გავიდა. თავი "ტორპედოს" მეკარესთან პირისპირ გასულმა ლაშა კუკავამ გამოიჩინა.

ქუთაისური კლუბის ვებგვერდის ცნობით, ძოძუაშვილმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ათამაშა, მათ შორის - ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ზაალ ელიავაც.

ტორპედო: რ. კვასხვაძე (46. ადამია), თ. ჩადუნელი, ლომიძე (46. ლაღაძე), მაჭუტაძე (72. ხურციძე), თვალავაძე (46. ალიბეგაშვილი), ცაბუტაშვილი (46. ჭრელაშვილი), დუდუჩავა (46.
კოღუაშვილი), ჯუღელი (46. თ. მაჭავარიანი), ელიავა (46. ნაცვლიშვილი), ლორთქიფანიძე (46. ტუღუში), ხეცურიანი (46. კვერნაძე).
კოლხეთი: მაღრაძე (46. ძაგანია), გ. კილასონია (46. წაბრია), კრასოვსკი, ცხვიტარია, ლ. კაკულია (46. ლორია), ბარამიძე, ხოშტარია, გულუა (60. ბეჩეხია), მოისწრაფიშვილი (46. ქორჩილავა), სიჭინავა (46. სარსანია), კუკავა (60. გ. მახარაძე).

30 იანვარს კი "ტორპედო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" კიდევ ერთ პირველლიგელს, A ზონის მეორეადგილოსან "შუქურას" ესტუმრა და აქაც დამარცხდა. ბესიკ შეროზიას გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

მასპინძელთაგან გოლები გიორგი ჩელებაძემ, მერაბ კოპალიანმა და ვახტანგ ცენტერაძემ გაიტანეს, ხოლო ქუთაისელთაგან - ბექა ტუღუშმა და თემურ მარკოზაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აგმასვლას პირველ ლიგასი გულისხმობთ ალბათ? ლანდზგეთ ეხლა ვისოლი მიდით და კიდევ
zura
15:31 31-01-2014
0
დაიწყო ტორპედოს "აღმასვლა"
dato
15:08 31-01-2014
0

სიახლეები პოპულარული