საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა გამოცდილი გია კვარაცხელია მიიწვია. 34 წლის მცველი თბილისის "დინამომ" დეკემბერში ტრანსფერზე დააყენა, ხოლო შემდეგ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულება გაწყდა.
მას მერე კვარაცხელია ქართულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იყო. მას რამდენიმე გუნდი იწვევდა. კვარაცხელიამ "ჩიხურას" წინადადება ამჯობინა.
"ჩიხურასთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე. ეს ჩემთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი იყო", - გვითხრა კვარაცხელიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"