ლანჩხუთის "გურია" ურეკის შეკრებაზე ახალ ფეხბურთელებს აკვირდება

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" შეკრება უკვე დაიწყო და პირველ მოსამზადებელ ეტაპზე ურეკში ვარჯიშობს. ცნობილია, რომ გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის - ლიდერებმაც.

ერთ-ერთი უკანასკნელი გუნდს თენგიზ ჩიკვილაძე დაემშვიდობა და ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა.

ამჟამად სამწვრთნელო შტაბი რამდენიმე ახალ ფეხბურთელს აკვირდება. გუნდში დაბრუნდა ივანე კილაძე, რომელმაც "გურიაში" ჩატარებულ 101 თამაშში 12 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ვარჯიშობს მისი ძმა ნიკა კილაძეც.

აქვე არიან ძმები ხორგუაშვილები, რომლებიც ბოლოს გორის "დილაში" ირიცხებოდნენ, მაგრამ არ ათამაშებდნენ. მანამდე კი ტყუპი ფინეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.

შესაძლოა, ლანჩხუთელებმა კიდევ ერთი ლეგიონერი
დაიმატონ. მოლაპარაკება მიმდინარეობს ნიგერიელი ნახევარმცველის, ბენჟამენ ტეიდის ჩარიცხვაზეც, რომელიც "გაგრაში" გამოდიოდა. მწვრთნელები აკვირდებიან ბააკაშვილს, ბერიანიძესა და თოდაძეს.

"გურიას" პრესსამსახურის ცნობით, სამწვრთნელო შტაბი ამხანაგურ თამაშებს 5 თებერვლიდან გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული